სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 28-ე ტური
ბოლო მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ. ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა
ის, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს რომ წაეგოთ,
ბოლო მეორე ადგილზე გავიდოდნენ, თუმცა მოიგეს და რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულები
გახდნენ.
შესაბამისად, პლეი ოფში გასული გუნდები ნახევარფინალში
შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ქუთაისი“ – „სოხუმი“ და „ბათუმი“ – „დინამო“. სერია 3 მოგებამდეა
და მოედნის უპირატესობა წყვილებში პირველად მითითებულ გუნდებს აქვთ.
„ქუთაისისა“ და „დინამოს“ დაპირისპირება იმერულმა კლუბმა
მოიგო. შეხვედრის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო, ხოლო მესამე პერიოდიდან უპირატესობას
ქუთაისელები დაეუფლნენ და საბოლოოდ ისე მოიგეს, წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ შეხვედრიათ.
საბოლოო ანგარიშია 79:68. ქუთაისელებს 19 ქულით დავით
ბარბაქაძემ ულიდერა. მისმა ძმამ, გიორგი ბარბაქაძემ, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა,
თავი 16 ქულას მოუყარა. დინამოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ებრიუ მაკალპი.
მაშ ასე, დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი.
4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში, ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ქვედა 4 გუნდი სუპერლიგაში
დაარჩენად იბრძოლებს. გუნდებს საკვალიფიკაციოში მიყვებათ რეგულარულში დაგროვილი ქულები,
ანუ „აკადემია“, რომელიც უახლოეს გუნდს 5 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ 6 ტურში (გუნდები
ერთმანეთს 2 წრედ გვდებიან) ჩამორჩენას დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): პრინციპში ჩვენთვის ყველაფერი გარკვეული იყო. აქ რამის შეცვლა ჩვენზე არ იყო დამოკიდებულიამიტომ შევეცადეთ ვისაც ტრავმა ქონდა არ გაგვერისკა და არ გვეთამაშებინა. გადავწყვიტეთ ახალგაზრდებისთვის მიგვეცა შანსი. ასე რომ ვემზადებით პლეიოფებისთვის.
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ვულოცავ რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. პირველ ადგილზე დავასრულეთ. ძალიან საინტერესო და დაძაბული რეგულარული ჩემპიონატი იყო მთლიანობაში და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დაძაბული ნახევარფინალები გველის წინ. წარმატებას ვუსურვებ დინამოს და ყველა გუნდს. მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება.