თბილისის
სპორტის სასახლეში სუპერლიგის პლეი ოფები დაიწყო. პირველ მეოთხეფინალურ შეხვედრაში
ერთმანეთს ,,შსს აკადემია’’ და ,,სოხუმი’’ დაუპირისპირდებიან. გაგაცნობთ გუნდების მთავარი
მწვრთნელების მიერ თამაშის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): დღეს ფავორიტი, რა თქმა უნდა, ,,შსს აკადემია’’, მათ
ნაკრების 6 წევრი და ნაკრების მწვრთნელი ჰყავთ. თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ და მაყურებელს
ვპირდებით, რომ კარგ და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ფავორიტებად, ალბათ, ჩვენ ვითვლებით, თუმცა წლევანდელმა
სეზონმა დაგვანახა, რომ ლიდერებიც მარცხდებიან აუტსაიდერებთან, მითუტეს, პლეი ოფია
და აქ უკვე აღარ არსებობს ფავორიტი და აუტსაიდერი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ,,სოხუმი’’
პლეი ოფებში კიდევ უფრო კარგად ასპარეზობს, ამიტომ მასქიმალურად მოვემზადეთ. სერია
3 მოგებამდე გრძელდება, დღეს პირველი მატჩია და მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებულები,
აუცილებლად უნდა მოვიგოთ.