კალენდარი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 22 მაისიდან სტარტს აიღებს სუპერლიგის ფინალური სერია. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ,,დინამო” და ,,შსს აკადემია” დაუპირისპირდებიან. ,,დინამომ” ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაამარცხა ,,რუსთავის” გუნდი და ფინალში გავიდა, ,,შსს აკადემიამ” კი ფინალური საგზური ,,ბათუმთან” სერიის მშრალი ანგარიშით მოგებით (3:0) მოიპოვა.
ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. შეხვედრებს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
რაც შეეხებათ ნახევარფინალურ სერიებში დამარცხებულ ,,რუსთავს” და ,,ბათუმს”, ისინი მესამე ადგილს გაითამაშებენ. მე-3 ადგილისთვის ბრძოლა 2 მოგებამდე გაგრძელდება. მოედნის უპირატესობა რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გასულ ,,რუსთავს” აქვს, შესაბამისად, პირველი მატჩი 22 მაისს რუსთავში გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი ბათუმი 24 მაისს უმასპინძლებს.