სუპერლიგის ფინალები იწყება. საჩემპიონო სერიის პირველი თამაში თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.
გაგაცნობთ გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ მატჩის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სუპერფინალია და ეს ჩემი გუნდისთვისაც და, ალბათ, აკადემიისთვისაც უკვე მნიშვნელოვანია. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი და შეგვიძლია წარმატებული თამაში. 3-4 დღე გვქონდა მძიმე ნახევარფინალების შემდეგ, მეტოქესაც ვიცნობთ და ვაფასებთ მის სიძლიერეს. ასე რომ, შევეცდებით ვითამაშოთ ღირსეულად.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული გზა გაიარა ორივე გუნდმა, რომ აქამდე მოვსულიყავით – დაძაბული რეგულარული სეზონი, დაძაბული მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები. ვფიქრობ,ორივე გუნდმა დაიმსახურა სუპერფინალი. მთავარი ბრძოლა ჩემპიონობისთვის დღეს იწყება, პირველი თამაში გვაქვს და ორივე გუნდი ეცდება გაიმარჯვოს. ჩვენც მზად ვარ ბრძოლისთვის.მაყურებელს ლამაზ და კარგ თამაშს ვუსურვებ.