სუპერლიგის მორიგი ტური სპორტის სასახლეში გრძელდება

სუპერლიგის მორიგი ტური სპორტის სასახლეში გრძელდება

  გუშინ რუსთავსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-2 წრის მე-6 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. სულ რამდენიმე წუთში ერთმანეთს სოხუმისა და ბათუმის გუნდები დაუპირისპირდებიან. გაგაცნობთ მწვრთნელების მიერ გაკათებულ წინასამატჩო კომენტარებს.
 
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი” ): ძალიან საინტერესო და დაძაბულ მატჩს ველოდებით. ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ. სერიოზული ტრავმები გუნდში არ არის.

დავით უსტიაშვილი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): ყველანაირად ვეცდებით გამარჯვებას. “სოხუმი” გაძლიერებულია პირველი წრის შემდეგ და თანაც წინა მატჩშიც გამარჯვება მოიპოვა. ასე რომ, წინ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. რაც შეეხება ტრავმებს, ამ მიზეზით დღეს ელიაშვილი არ გვეყოლება. მამუკა ბოლქვაძემ კი სეზონის ბოლომდე დაგვტოვა.