სუპერლიგის მეორე წრე სიახლით გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის მეორე წრე სიახლით გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის მეორე წრე დღეს  ბათუმში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა ბათუმის გუნდმა
შსს აკადემიას უმასპინძლა. შეხვედრა თავიდანვე აკადემიელთა სასარგებლოდ წარიმართა

 და
მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 89:56 დასრულდა.  ,,ძალოვნებმა”  თითქმის ყველა კომპონენტში
აჯობეს მეტოქეს და მეორე წრე იოლი გამარჯვებით 
გახსნეს. შსს-ს შემადგენლობაში  ორმაგი
დუბლით, 24 ქულითა და 16 მოხსნით თავი კირკ არჩიბეკმა გამოიჩინა, ხოლო  ახალწვულმა 
ლეგიონერმა ბენჯამენ რაიმონდმა მოედანზე გატარებულ 22 წუთში თავი 9 ქულასა და
4 შედეგიან გადაცემას მოუყარა.  10-10 ქულა
დააგროვეს მერაბ ბოქოლიშვილმა და დეონტა ვონმა, ხოლო ილია ლონდარიძემ 12 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება ბათუმის გუნდს, ,,ზღვისპირელთა” მხრიდან
20ქულით საუკეთესო გიორგი ნანიტაშვილი აღმოჩნდა.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს და სიახლეს სუპერლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე! დღეიდან ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ტექსტური რეპორტაჟის
მიხედვით ყველა მატჩის ამომწურავი და დაწვრილებითი სტატისტიკური ინფორმაცია.

მატჩიშემდგომი კომენტარები:

გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია):  ვიცოდით რომ
იოლი მატჩი იქნებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით,
გარდამეოთხე მეოთხედისა.  ბენჟამენ რაიმონდს
სათამაშო დროის დიდი ნაწილი მივეცი, რადგან მაინტერესებდა რამდენად მოერგებოდა გუნდს.
ახალწვეული ლეგიონერით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს
და დღითიდღე დგება ფორმაში. დღეს არ უთამაშია ჩვენს კიდევ ერთ ლეგონერს, ჩადპრევიტს,
რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ჩადი ჯერჯერობით 
რეაბილიტაციას გადის და სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება რამდენიმე ტურში
დავასვენებთ.

რაც შეეხება მეორე 
წრეს, ჩვენი მიზანი ოთხეულში შესვლაა, 
სადაც ძირითად კონკურენტებად, ოლიმპის, არმიისა და რუსთავის გუნდებს მივიჩნევ.

მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): შსს აკადემიას 
ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ჩვენმა გუნდმა  წინააღმდეგობა 
ვერ გაუწია. დღეს მეტოქემ მთელი თამაში ძირითადი ხუთეულით იასპარეზა, როგორც
ჩანს შეთამაშებისთვის.
ბათუმი-შსს აკადემია 56:89