სუპერლიგის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას 13 საათზე გამართავს

სუპერლიგის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას 13 საათზე გამართავს

 ხვალ, 24 ნოემბერს,
13 საათზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამართავს პრესკონფერენციას
უცხოელი მსაჯების თემაზე. 

 ამასთან, გაფორმდება მემორანდუმი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა
და ,,საინფორმაციო ცენტრი 08”-ს შორის. პრესკონფერენციას დაესწრებიან კალათბურთის ფედერაციისა
და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი ზაბახიძე და ,,საინფორმაციო ცენტრი 08-“ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე.

 პრესკონფერენცია გაიმართება ,,საინფორმაციო ცენტრი 08”-ის ოფისში. მისამართი: ყაზბეგის
გამზ. 34 ნაკვეთი 4  სახ.2 (შანხაის ტერიტორია,
ეკლესიასთან).