სტუდენტური დერბი თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა

სტუდენტური დერბი თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის მე-7 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სამედიცინო
და  თსუ დაუპირისპირდნენ. სტუდენტურ დერბიში
თსუ-მ იმარჯვა, რომელმაც დრამატულ მატჩში 2 
ქულის სხვაობით, 93:91 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი.

მატჩის საწყისი წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, სადაც მცირე უპირატესობას ,,მედიკოსები” ფლობდნენ. პერიოდის მე-5 წუთზე
სამედიცინო 13:11 დაწინაურდა, ხოლო მეოთხედში 27:24 იმარჯვა. მეორე მეოთხედის პირველ
წუთზე თსუ-მ 1-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა- 28:27. ამის  შემდეგ კი შეხვედრა განსაკუთრებით დაიძაბა, თამაში
ქულა-ქულაში წავიდა და წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხანაც მეორე.

 ამავე პერიოდის
შუაწელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გააქტიურდა და 3 ქულით დაწინაურდა
– 39:36. ამის შემდგომ თსუ-ელები კვლავ მძლავრად ათამაშდნენ და მეორე პერიოდის დასრულებამდე
ერთი წუთით ადრე  წინ 10 ქულის სხვაობით გავიდნენ
– 50:40, ხოლო პირველი ტაიმი მოგებით დაასრულეს –  51:44.

 მესამემ მეოთხედში,,მედიკოსებმა”
სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს – 58:66,  თუმცა
მობილიზებულმა თსუ-მ  სხვაობა მალევე გაზარდა
და მესამე პერიოდის დასრულებამდე 2:25  წუთით
ადრე და 13 ქულით გაიქცა  წინ – 71:58. 

 ბოლო გადამწყვეტ
მეოთხედში თსუ-მ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (84:66) და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა,
 მაგრამ დასკვნითი მეოთხედის შუაწელში სამედიცინომ
მოახერხა თამაშზე მობილიზების მოხდენა, სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა და მატჩში მნიშვნელოვანი
გარდატეხა შეიტანა – 82:89. ამის შემდეგ ,,სტუდენტებს” შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა:
მატჩის დასრულებამდე 1:29 წუთით ადრე სხვაობა  ჯერ 5 ქულით – 86:91, შემდეგ კი (44წამით ადრე) 3 ქულით შემცირდა – 88:91.
  მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით
ადრე ქაქუცა აბაიშვილმა 3-ქულიანი მოათავსა
თსუ-ს კალათში, ანგარიში გაათანაბრა და ისედაც დრამატული თამაში კიდევ უფრო დაძაბა.
აბაიშვილის  3-ქულიანს მიხეილ ჩიტაშვილმა 2
ქულით უპასუხა და შეხვედრის დასრულებამდე 3:07 წამით ადრე საკუთარი გუნდი წინ 2 ქულით
დააწინაურა. 

 დარჩენილ დროში
 კი (3 წამი) ბექა ჩიკვილაძის მიერ ნასროლი
3-ქულიანი მეტოქის კალათს აცდა და გამარჯვებაც თსუ-ს  დარჩა.

სამედიცინოს რიგებში საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომელმაც
20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა: თორნიკე ნინიაშვილის ანგარიშზე 29 ქულა
და 11 მოხსნაა, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილმა 22 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.