სტოკსმა სემინარის თეორიული ნაწილი მწვრთნელებთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

სტოკსმა სემინარის თეორიული ნაწილი მწვრთნელებთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

Video 

რიჩარდ სტოკსის სემინარის მეორე დღეს სასტუმრო “შერატონში” ძირითადად მეწვრთნელებს დეთმოთ, თუმცა დარბაზში მსაჯები და მსაჯ-მდივნებიც მოვიდნენ. ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ძირითადად იმ ასპექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მატჩის მსვლელობისას მწვრთნელსა და მსაჯებს შორის ხშირად აქვს ადგილი.
წინა დღის მსგავსად, სტოქსის ეს სემინარიც ნაყოფიერი, ინფორმაციულად სავსე და საინტერესო იყო. გამოცდილმა ფიბა-ევროპის ჩინოსანმა ქართველ მწვრთნელებს არაერთი ეპიზოდი უჩვენა, რითაც მათ სამართლიანი თამაშის გზა უჩვენა.
დასრულდა სტოკსის სემინრის თეორიული ნაწილი,29 მარტს კი სპორტის სასახლეში პრაქტიკის ჯერი დგება. სტოქსი დაესწრება საქართველოს თასის გათამაშების ფინალს და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს, რომლებზეც ქართველი მსაჯების მონიტორინგს განახორციელებს.