დღეს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა კალათბურთის ფედერაციის 20121-2012 წლების სეზონის შემაჯამებელი
ჟურნალის ,,წლის წიგნი“ პრეზენტაცია.
გამოცემაში თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და
შედეგები, რომლის ორგანიზება კალათბურთის ფედერაციამ გასწია.
გასულ
სეზონში 15 ღონისძიება ჩატარდა. ჟურნალში დეტალურადაა
გადმოცემული საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლა საერთაშორისო
ასპარეზზე. წლის წიგნში შეტანილი სუპერლიგის, ასაკობრივი ჩემპიონატების და სხვადასხვა ღონიძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.
ჟურნალში გამოყენებულია
საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირისა და კალათბურთის ფედერაციის 5 ვებ-გვერდის
სტატისტიკური მასალები – superleague.ge, superleague.ge, u-16.ge, u-18.ge, u-20.ge. აგრეთვე
საინფორმაციო სააგენტოს მსოფლიო სპორტის ფოტომასალა.
წლის შემაჯამებელი
წიგნი პირველად გამოვიდა და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მის გამოცემაში კალათბურთის
ფედერაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ნატახტარმა“, „ბორჯომმა“, აუდიტურმა
კომპანია „ცოდნისამ“ და ტოტალიზატორმა „ევროპა ბეთმა“.
ჟურნალი
აიწყო და
დაკაბადონდა შპს
,,პრეპრინტში“; დაიბეჭდა
შპს ,,კოლორპაკში“.
პრეზენტაციის ბოლოს ჟურნალისტებისთვისა და მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა გათამაშება, რომლის გამარჯვებულები სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი): ჟურნალის გამოცემა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რა სამუშაოც გასწია კალათბურთის ფედერაციამ ერთი სეზონის განმავლობაში. ჟურნალში თავმოყრილია
ღონისძიებათა შედეგები, ფოტოები და სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები. ფაქტობრივად,
აქაა შესული ის ინფორმაცია, რაც კალათბურთის ფედერაციის 5 ვებ-გვერდებზეა თავმოყრილი.
მადლობა ფედერაციის პრეს-სამსახურს, რომელმაც ამ ჟურნალის გამოცემისთვის დიდი შრომა
გასწია. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს, კომპანიებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ
და დგანან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასმედიასთან ურთიერთობა. განსაკუთრებული
მადლობა მინდა ვუთხრა სპორტულ პორტალ „მსოფლიო სპორტს“, რომელთანაც მჭიდრო პარტნიორული
ურთიერთობა გვაკავშირებს. ჟურნალის პირველ ეგზემპლარს სიმბოლურად „მსოფლიო სპორტს“
გადავცემთ.