სტატისტიკა
გალერეა სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუპერლიგის მე-18 ტურის მეორე მატჩი, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს „სოხუმი“ და „ქუთაისი“ ხვდებოდნენ, რომლებსაც პლეი ოფში გასვლის ამბიცია აქვთ და ეს გამარჯვება ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. განსაკუთრებით კი სოხუმელებისთვის, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში „ქუთაისს“ ცხრილში უთანაბრდებოდნენ.
მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთისთვის ქუთაისელები 19:10 დაწინაურდნენ. წუთშესვენებაზე სოხუმელებმა თამაშის სხვა ტაქტიკა აირჩიეს და მომდევნო 3-წუთეულში 12:0 გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც 22:19 გალიდერდნენ. ქუთაისელთა მწვრთნელის მიერ აღებულმა წუთშესვენებამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან იმერული კლუბის მოთამაშეები ბევრ შეცდომებს უშვებდნენ და უწყინარი სიტუაციიდან ბურთებს აცილებდნენ.
თამაში სოხუმელთა მცირე ლიდერობით მიმდინარეობდა – ვაჟა კვარაცხელიას გუნდი მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ წინ დამაჯერებლად ვერ გადიოდა. მესამე პერიოდში ქუთაისელთა ფორვარდმა გიორგი ბარბაქაძემ 3 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ფილიპ მილერი და ლევან ფაცაცია არანაკლები შედეგიანობით თამაშობდნენ და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე „ქუთაისმა“ ჩამორჩენის მხოლოდ 2 ქულამდე შემცირება მოახერხა.
„სოხუმმა“ მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა ბოლო მეოთხედში მიაყენა, რაც ქუთაისელთა შეცდომების და განსაკუთრებულად სოხუმელთა გააზრებული თამაშის დამსახურება იყო. მასპინძელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშიც ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. სოხუმელებმა საბოლოოდ 14 ქულით –
86:72 იმარჯვეს. 31 ქულითა და 6 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი მილერმა დააფიქსირა, ლევან ფაცაციამ კი გამარჯვებულებს 24 ქულა და 7 მოხსნა მიაშველა. 13 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა გიორგი ჯგერენაიამ. „ქუთაისში“ 17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური.
მატჩისშემდგომი კომენატარები:
ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩვენს გუნდს ოთხეულში შესვლა სურს და
ეს მატჩი რომ არ მოგვეგო, ბევრს დავკარგავდით. მეთიუ გლოვერის წასვლის შემდეგ გუნდი
დალაგდა. ვიპოვეთ ოპტიმალური ხუთეული და შედეგიც სახეზეა. ბოლო 3 მატჩი მოვიგეთ და
იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებთ.
კოტე ტუღუში, („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): მორიგი ძალიან ცუდი მატჩი ჩვენი შესრულებით. სოხუმმა ძალიან კარგად ითამაშა. აგერ უკვე მერამდენე თამაშია ვიძახი, რომ კრიზისშია გუნდი. ვერ მოვახერხეთ გამოსწორება დიდი ხანია, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და ვიპოვით ჩვენ თავში ძალას რომ გამოვასწოროთ.