,,სოხუმმა” ბუქარესტში საქართველოს სახელი დაიცვა

,,სოხუმმა” ბუქარესტში საქართველოს სახელი დაიცვა

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა „სოხუმმა“ რუმინეთში, წარმომადგენლობით ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა. სოხუმელებმა აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება სწორედ საქართველოს ჩემპიონობის მოგებით დაიმსახურეს.

,,სოხუმში’’ 1
ცვლილება მოხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელმა კოტე ტუღუშმა ვერ მოახერხა რუმინეთში ,,სოხუმთან’’ ერთად გამგზავრება. ტუღუში გამოცდილმა დავით ბარბაქაძემ ჩაანაცვლა, ხოლო გუნდის დანარჩენი წევრები ისევ ისინი იყვნენ, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში იასპარეზეს –
ვახტანგ ქადარია, ბექა გოლეთიანი და ბუბა ბერიშვილი.

ბუქარესტის ტურნირზე თავი სხვადასხვა ქვეყნის
16-მა გუნდმა მოიყარა. ქართველები ჯგუფში სერბულ, რუმინულ და ირლანდიურ გუნდებთან მოხვდნენ. პირველი მატჩის სერბებთან წაგების შემდეგ ქართველებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ირლანდიური და მასპინძელი, ბუქარესტის გუნდები. განსაკუთრებით დრამატული მასპინძლებთან მატჩი გამოდგა, რომლის ძირითადი დროის დასრულებამდე 2
წამით ადრე სოხუმელები 2
ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა გათანაბრება და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს, სადაც გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

პლეი ოფში ქართველების მეტოქე მომავალი ფინალისტი ესპანეთის გუნდი გახლდათ. ,,სოხუმმა’’ მეტოქეს არაფერი დაუთმო და მატჩის უმეტეს ხანს თანაბრად ეთამაშებოდა. ბოლო 3
წუთში მალაგელებმა მოახერხეს ქართველების გატეხვა და
21:12 იმარჯვეს. ესპანურმა გუნდმა ნახევარფინალში მეორე რუმინული გუნდიც დაამარცხა და ფინალში სოხუმელთა თანაჯგუფელ სერბებს შეხვდა. დაძაბული საჩემპიონო ჯახი ბელგრადელებმა
20:18 მოიგეს.