მოგვიყევით თქვენს
შესახებ ორიოდე სიტყვით, როგორ მოხვდით საქართველოში?
ფილიპ მილერი: ჯუნიორთა კოლეჯში ვსწავლობდი,
სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე, 2 წელი ვსწავლობდი და ვთამაშობდი სხვადასხვა
დროს დ1, დ2 და დ3 დივიზიონებში. იქ ALL
STAR-ის თამაშზე ერთ-ერთმა აგენტმა შემამჩნია და ასე ავღმოჩნდი
თბილისში.
ანდრე სმიტი:
მე ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპადან ვარ, იქ ვინტროფის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვთამაშობდი
კოლეჯის გუნდში. დასრულების შემდეგ რამოდენიმე თვე ველოდებოდი, რომ სამსახური მიმეღო.
ანდრე ჯონსმა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც აქაური ა-ლიგის გუნდ „ვითაში“ თამაშობდა, დამაკავშირა
სხვადასხვა მწვრთნელებთან და ასე მოვხვდი სოხუმში.
რას იტყვით სუპერლიგაზე
და ქართულ კალათბურთზე?
მილერი: აქაური ჩემპიონატი
ძალიან განსხვავებულია ამერიულ წესებთან შედარებით. როდესაც პირველად მომიწია თამაში
და პირველი ჯარიმა მივიღე, მოვითხოვე წუთშესვენება, მაგრამ მსაჯებმა ყურადღება არ მომაქციეს
და უცებ ვგებულობ, რომ თურმე მოთამაშეებს აქაური წესების თანახმად არ შეუძლიათ. წუთშესვენების
აღების უფლება მხოლოდ მწვრთნელებს აქვთ. ზოგადად, თამაშს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა
და კარგი დრო გავატარე.
სმიტი:
მართალია განსხვავებულია, მაგრამ თუკი სერიოზულად მოეკიდები, რთული ნამდვილად არ არის.
ამასთანავე სპორტი ხომ გართობაცაა.
რას გვეტყვით
სოხუმის კლუბის შესახებ, როგორია გუნდია და რამდენად კმაყოფილნი ხართ ამ გუნდში თამაშით
და მუშაობით?
მილერი: რასაკვირველია, ალბათ გულშემატკივარი
არ იყო კმაყოფილი საბოლოო შედეგით და შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამასთან
დაკავშირებით, მაგრამ უმეტესწილად ვაერთიანებდით ჩვენს ძალებს და ვცდილობდით საუკეთესოდ
წარმოგვეჩინა თავი – გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო.
სმიტი:
რა თქმა უნდა, ბევრი წარმატებული თუ წარუმატებელი
პერიოდი გვქონდა როგორც გუნდს, მაგრამ ეს ყველას ემართება და ხდება ხოლმე. რაც მთავარია
საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგი იყო, თანაგუნდელებიც და ხელმძღვანელობაც. ყველანი
კარგად საუბრობდნენ ინგლისურად და ეს ძალიან გვეხმარებოდა ერთმანეთის უკეთ გაგებაში.
ძალიან კარგი დრო გავატარეთ ამ გუნდთან ერთად.
მილერი:
კმაყოფილებას რაც შეეხება, კმაყოფილი არასდროს ვარ შედეგით, ყოველთვის უკეთესი მინდა.
მართალია დიდი მიღწევები სამწუხაროდ ამ სეზონზე არ გვქონია, მაგრამ ბევრი რამ გამოვიარეთ
ერთად და ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო.
ადევნებდით თუა
არა თვალს სხვა ასაკობრივ ჩემპიონატს და რაიმეს ხომ არ ურჩევთ ახალგზარდა კალათბურთელებს?
მილერი: როცა
ამის დრო გვქონდა ყოველთვის ვესწრებოდით ჩვენი ახალგაზრდული გუნდების თამაშებს. მათ
ვურჩევდი, რომ დადებითად განეწყონ და თავდაუზოგავად ივარჯიშონ, გამომდინარე იქედან,
რომ ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად გვწამს, წამდეთ იმისი რისიც ჯერათ და დანარჩენი უკვე
თავისით მოვა და დალაგდება.
სმიტი:
იშრომონ საკუთარ თავზე და ივარჯიშონ ძალიან ბევრი უნარების გასაუმჯობესებლად, იქნება
ეს ტექნიკა თუ ნახტომში სროლა. სერიოზულად მოეკიდონ მუშაობას, რადგან ბევრი მათგან დღესაც თამაშობს და დარწმუნებული ვარ,
კიდევ ბევრს შეუძლია ითამაშოს სუპერლიგაში.
რამდენად კმაყოფილნი ხართ წლევანდელ ჩემპიონატში სოხუმის
შედეგით?
მილერი:
ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მოგვეგო ჩემპიონატი.
გავედით კიდეც ნახევარფინალში, ქუთაისს დიდი წინააღმდეგობაც გავუწიეთ, ბოლო თამაშში
დავმარცხდით. ჩემს გუნდთან კარგი მოგონებები
და გამოცდილება მაკავშირებს და მომენატრება სოხუმთან გატარებული დრო.
სმიტი:
არავის სურს მე-4 ადგილით დაამთავროს სეზონი, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ბევრი გააკეთა ერთად.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. გუნდში არცერთი არ ვიყავით კმაყოფილი, რომ
მე-4 ადგილით დავასრულეთ ჩემპიონატი. ძალიან გვინდოდა და ვეცადეთ დაგვემარცხებინა ქუთაისი
მე-5 თამაშში. მე ასე ვიტყოდი: კმაყოფილი არა, მაგრამ ძალიანაც უკმაყოფილო არ ვიყავით,
საბოლოო ჯამში არ იყო ცუდი.
რას იტყვით საქართველოზე,
ქალაქებზე სადაც იყავით და ზოგადად ქართველ
ხალხზე?
მილერი: საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა.
ხალხი ძალიან მეგობრულია. სადაც არ უნდა წავსულიყავით ყველა ღიმილით გვეგებებოდა და
თბილად გვღებულობდა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის
აქ ყოფნა და მოღვაწეობა. მადლობელი ვარ. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან
ბევრი გულშემატკივარი მწერდა და ბევრი სითბო მივიღე მათი მხრიდან.
სმიტი:
საქართველო ძალიან კარგია, მეგობრული ხალხით, უსაფრთხო გარემოთი. ნებისმიერ დროს შეგვეძლო
გარეთ გავსულიყავით და თავი დაცულად გვეგრძნო, ჩვენს ქვეყანაში ასე არაა. სამზარეულო
ძალიან გემრიელია, მარტო მხოლოდ ამისთვის დავბრუნდებოდი რომ შემეძლოს.
ჩამოხვალთ თუ
არა კიდევ საქართველოში და გაქვთ თუ არა გარკვეული გეგმები სამომავლოდ?
მილერი: სეზონის განმავლობაშიც და განსაკუთრებით
ბოლო თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ შეტყობინებებს ვღებულობდი გულშემატკივრებისგან, ზოგი
ბათუმში, ზოგიც ქუთაისში გადასვლას მთხოვდა, აგრეთვე მთხოვდნენ რომ ისევ დავბრუნებულიყავი
საქართველოში. მარტო ბოლო თამაშის შემდეგ 40 შეტყობინება მივიღე. სავსებით შესაძლებელია,
რომ დავბრუნდეთ, რადგან როგორც ვთქვი ძალიან შემიყვარდა საქართველო და აქაური ხალხი.
სუპერლიგა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. თუმცა სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება,
ამ დროისათვის წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით უნდა დავბრუნდე
შეერთებულ შტატებში, გავესაუბრო ჩემს აგენტს და გადავხედავთ, თუკი ვინმე დაინტერესებული
დარეკავს, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები.
სმიტი:
თუკი რომელიმე გუნდი შემომთავაზებს, დავბრუნდები, რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება.
აუცილებლად გავითვალისწინებ ნებისმიერ შემოთავაზებას. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანაც
და ქალაქიც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისიც და ბათუმიც ძალიან ლამაზი ქალაქებია.