სოხუმი – რუსთავი წინასამატჩო პრესკონფერენცია

თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ
დაწყებული სუპერლიგის მე-2 წრის მესამე ტური გრძელდება. ტურის ბოლო შეხვედრა ,,სოხუმისა’’
და ,,რუსთავის’’ გუნდებს შორის გაიმართება. გაგაცნობთ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

ვაჟა
კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ყველამ კარგად იცის, გუნდში რა პრობლემებიც
გვაქვს, ამის გამო ლეგიონრები დღესაც არ ითამაშებენ, ქართველებსაც არ უვარჯიშიათ მთელი
კვირა, ბევრს სიცხე ჰქონდა და ავადმყოფობდა. ვფიქრობ, დღეს ორივე გუნდს თანაბარი შანსი
აქვს, თუ გაგვიმართლა, გავიმარჯვებთ.

ოთარ
ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც იცით, ათუაშვილი და ალხანაიძე
წავიდნენ გუნდიდან, ძირითადი ცენტრი ახლა გუგავაა და ფეხი აქვს გადატირალებული, სავარაუდოდ,
დღეს ვერ დაგვეხმარება. სიცხე აქვს გუნდის ლიდერ ქაქუცა აბაიშვილსაც, თუმცა მისი თამაში
შესაძლებელია. მომზადებული ვართ და მეც თანაბრად შევაფასებდი გუნდების შანსებს. შეგვიძლია
ბრძოლა და გამარჯვება.