შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი
ორი ამერიკელი ლეგიონერით, ტრეისი სმიტითა და ლარი ბლერით გაძლიერდა. ამის შესახებ შსს–ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან
მიქაბერიძემ განაცხადა.
205 სანტიმეტრი სიმაღლისა და 117 კილოგრამი წონის მქონე 22 წლის ცენტრ–ფორვარდი,
ტრეისი სმიტი 2007 წელს ამერიკის 19–წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, იყო
ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის კლუბის ძირითადი ცენტრი, რომელიც NCAA–ის ტოპ–ათეულითა კლუბებში
შედიოდა. აღსანისნავია, სტრეისი სმიტს
კონტრაქტი თელავივის ,,ჰაპოელთან” აკავშირებდა, სადაც გუნდის ძირითად ხუთეულში მოიაზრებოდა,
თუმცა კლუბმა პირობები ვერ უზრუნველყო,
რაც მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გახდა.
მიქაბერიძის განცხადებით, ტრეისის შემოთავაზება მექსიკის უმაღლესი ლიგის გუნდ ,,სოლესიდანაც“ ჰქონდა, თუმცა შსს–ს კლუბმა მას
უკეთესი პირობები შესთავაზა და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
შსს–ს მეორე ამერიკელი ლეგიონერი ლარი ბლერი NCAA-ის, ფინეთის, უნგრეთისა და საფრანგეთის გუნდებში
ასპარეზობდა. 183 სანტიმეტრი სიმაღლის უკანახაზელი ბოლოს საფრანგეთის 1–ელ
დივიზიონში გამოდიოდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 24 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,5 პასი და ამდენივე
ჩაჭრა გახლდათ, ხოლო მთლიანად კარიერის მანძილზე ლარი ბლერის საშუალო მონაგარი 22,5
ქულა, 4,5 მოხსნას, 3,5 პასსა და 1,8 ჩაჭრას შეადგენს.
ტრეისი სმიტი და ლარი ბლერი შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდს, კვირას, 13 ნოემბერს შეუერთდებიან.
ტრეისი სმიტი