შსს-მ სოხუმი ბოლოს გატეხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს-მ სოხუმი ბოლოს გატეხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„შსს-აკადემიამ“ დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო პლეი
ოფი, თუმცა აღსანიშნავია, რომ „სოხუმისგან“ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. 

საბოლოო
ანგარიში გიორგის კეცელიდისის გუნდის სოლიდურ უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა თამაშის
დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა.

 გრიგოლ შვანგირაძის სამქულიანის შემდეგ „სოხუმი“ „შსს-აკადემიას“
59:62 მიუახლოვდა. მაყურებელი დაძაბული ფინალის მოლოდინში იყო, მაგრამ აკადემიელთა
შედეგიანმა თამაშმა შეხვედრას ინტრიგა მალევე დაუკარგა. კირკ არჩიბეკის, დენოტა ვონისა
და ბენჯამინ რეიმონდის სიზუსტის წყალობით „შსს-აკადემიამ“ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
აკადემიელები ამაზე არ შეჩერდნენ და სულ მალე კეცელიდისის გუნდის უპირატესობამ 20 ქულას
მიაღწია. თავი აკადემიელთა კვიპროსელმა ლეგიონერმა ვასილის კუნასმა გამოიჩინა.

 საბოლოოდ ფავორიტად მიჩნეულმა აკადემიელებმა 84:66 გაიმარჯვეს
და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი
კირკ არჩიბეკი 20 ქულითა და 16 მოხსნით, ხოლო ბენჯამინ რეიმონდმა პირად ანგარიშზე
19 ქულა ჩაიწერა. სოხუმელთა შორის 24 ქულა ჰჰქონდა ვახტანგ ქადარიას, 17 – ბოშკო სტოიაკოვიჩს,
ხოლო ირაკლი ჩლაიძემ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

 მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 25 აპრილს,
18 საათზე, სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): ვულოცავ გუნდებს პლეი ოფის დაწყებას, ეს არის ყველაზე
საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ ,რა თქმა უნდა, შევეცდებით შედეგის მიღებას.
უნდა აღვნიშნო რომ დღევანდელი მსაჯობით კმაყოფილი ვარ, რაც შეეხება ახალ მოთამაშეს,
ვასილის კუნასს, კარგად შეეწყო გუნდს, თუმცა შეთამაშებისთვის. გარკვეული დროა საჭირო.
 ხვალ მსუბუქი ვარჯიში გვექნება.  განვიხილავთ თამაშს და მოვემზადებით მორიგი შეხვედრისთვის.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): შსს აკადემია ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია, საინტერესო
თამაში იყო. არვიცი ვინ გაიმარჯვებს სერიაში, თუმცა განმეორებით შეხვედრაში აუცილებლად
ჩვენ გავიმარჯვებთ.

ვასილის კაუნასი
(შსს აკადემია): მადლობა ყველას ვინც ჩემს საქართველოში ჩამოყვანაზე
იზრუნა. მომწონს სუპერლიგა, მომწონს ასევე ჩემი გუნდი, დღეს განსაკუთრებული დღე იყო
ჩემთვის და რა თქმა უნდა სამომავლო გეგმები შსს აკადემიას უკავშირდება.

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი):
ვულოცავ შსს-ს მოგებას, უკმაყოფილო ვარ ჩვენი გუნდის თამაშით, რადგან ფაქტობრივად მესამე
და მეოთხე მეოთხედში ვითამაშეთ. შსს ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი გუნდია და 2013 წლის
ჩემპიონის უპირველესი კანდიდატია, თუმცა მეც და ჩემი გუნდიც მორიგ შეხვედრაში ჩვენს
მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვეცდებით რომ თამაში მოგებით დავასრულოთ.
შსს აკადემია – სოხუმი 84:66
ოლიმპი – თსუ 99:64