შსს-მ კვლავაც იმარჯვა

შსს-მ კვლავაც იმარჯვა

 სუპერლიგის მეორე
ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს შსს-სა და სტუ-ს გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის
პირველი მეოთხედი შსს-ს აშკარა უპირატესობით 

წარიმართა და  საბოოლოდ შსს- მოგებით
31:18 დასრულდა. ,,ძალოვნებმა” არც მეორე პერიოდში დაუტოვეს მეტოქეს შანსი და დიდი
შესვენებაზე 23 -ქულიანი უპირატესობით  გავიდნენ
– 59:36.

 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე  ,,ტექნიკოსებმა” 10-ქულამდე შეამცირეს  ჩამორჩენა – 66:56.  აღნიშნული პერიოდიც  ამავე სხვაობით დასრულდა  ,,ძალოვანთა” სასარგებლოდ  – 72:62.

 ბოლო დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში შსს-სმ უპიარატესობა
გაიმყარა და 15-ქულინი სხვაობა დააფიქსირა – 83:68.  პერიოდის მიწურულამდე გუნდებს შორის ანგარიშში სხვაობა
სტაბილურად 10-ქულას აღწევდა, თუმცა მეოთხე მეოთხედის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა, ,,ტექნიკოსები”
აქტიურად ათამაშდნენ, სხვაობა 6-ქულამდე შეამცირეს (87:81) და თამაშს სულ სხვა სახე
შესძინეს.

მატჩის  დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი სხვაობა 4 ქულამდე
დავიდა და დაძაბულობამ პიკს უწია -89:85. თუმცა საბოლოოდ შსს-მ მოახერხა ძალების მობილიზება  და დაძაბულ მატში 98:88 იმარჯვა.

მოგებულთა  რიგებში 
საუკეთესო რობერტ კრეპსი გახდათ, რომელმაც 27 ქულა მიითვალა, ხოლო სტუ-ს შემადგენლობაში
19 ქულით  ტატო ჩაჩიბაიას ანგარიშზეა.

 შეგახსენებთ, რომ  ტურის დანარჩენ შეხვედრებში ,,სოხუმმა” თსსუ-ს
88:70 აჯობა, ხოლო  ,,არმიამ” დიდი ანგარიშით,
90:53  მოუგო თბილისის ,,დინამოს”.