თბილისის
სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის ბოლო მატჩი იწყება. გასარკვევი
ერთადერთი ნახევარფინალისტის ვინაობა დარჩა – ,,შსს აკადემიასა’’ და ,,სოხუმს’’ შორის
გამარჯვებული ნახევარფინალურ საგზურს მოიპოვებს და ,,ბათუმს’’ შეუწყვილდება.
გაგაცნობთ
გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ მე-5, გადამწყვეტი მატჩის წინ გაკეთებულ კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ბოლომდე მზად ვართ, კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად
მნიშვნელოვანი თამაშია. მეტოქეც იგივეა, ,,სოხუმთან’’ უკვე 4 მატჩი გავმართეთ, ასე
რომ, მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. გუნდმა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის,
აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ამ მატჩში. ამას ვაპირებთ და ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): დღესაც ფავორიტად ,,შსს აკადემია’’ ითვლება. კიდევ ერთელ
ვიმეორებ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. თუმცა შანსები ჩვენც გაგვიჩნდა და
თუკი ბიჭები ისეთივე შემართებით იბრძოლებენ და იღბალიც დაგვეხმარება, შესაძლოა წარმატებასაც
მივაღწიოთ.