სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს შსს აკადემია
და თსსუ დაუპირისპირდნენ, სადაც შსს აკადემიამ
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დიდი სხვაობით, 83:58 დაამარცხა.
აკადემიელებმა მატჩი თავიდანვე ჩინაბულად დაიწყეს და
მეორე პერიოდის მე-6 წუთისთვის წინ 33:11 გავიდნენ, ხოლო ტაიმი თავიაანთ სასარგებლოდ
49:15 დაასრულეს. მესამე მეოთხედის მე-7 წუთზე
შსს კადემიამ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და
40-ქულიან უპირატესობას უწია -65:25.
დასკვნით მეოთხედში თსსუ-მ მხოლოდ ანგარიშის შემცირება
მოახერხა და 53:75 დააფიქსირა, თუმცა საბოლოოდ მეტოქესთან ვერაფერს გახდა და უშანსოდ
დამარცხდა. შსს აკადემიის შემადგენლობაში 19 ქულით ალენ ტრეპალოვაცი გამოირჩა, ხოლო
სამედიცინოს რიგებში 15 ქულა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრსკონფერენციაზე შსს აკადემიისა
და თსსუ- გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გეორგოს კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი):
დღევანდელი მატჩის მხოლოდ პირველი ტაიმით ვარ კმაყოფილი. მეორე ნახევარში ცუდად ვითამაშეთ,
განასაკუთრებით კი დაცვაში. ახალგაზრდა გუნდი ვართ და პირველ რიგში დაცვაზე უნდა გავამახვილოთ
ყურადღება. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ფიზ-მომზადების
მწვრთნელს დავით არეშიძეს, რომლიც ძალიან მეხმარება და გუნდისთვის დიდ შრომას სწევს.
შსს აკადემია ნამდვილად ბრწყინვალე ფიზიკურ
ფორმაშია და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა დავითს. რაც შეეხებათ მოთამაშეებს, ისინი
უკვე ხვდებიან რას ვითხოვ მათგან თამაშისას და რა მინდა რომ გააკეთონ. ახალგაზრდები
არიან და ბევრი რამ აქვთ დასახვეწი.
კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. სტატისტიკა მეტყველებს
ყველაფერზე. ყველა ასპექტში წავეგეთ. რაც შეეხება დაცვას, თუ არ ჩავთლით რამდენიმე
ეპიზოდს, პრაქტიკულად საერთოდ არ გვითამაშია. იმდენად მცირე ხანს ვითმაშეთ დაცვა და
იმდენად უმნიშვნელო იყო და რომ არც კი ღირს ლაპარაკი. ვერ გეტყვით გეტყვით რატომ დაფიქსირდა
ამხელა სხვაობა პირველ ტაიმში და რისი ბრალი
იყო ეს ფაქტი. გუნდში ბევრი რამაა გამოსასწორებელი,
რასაც ყველა მატჩზე გპირდებით და საბოლოოდ
ვერ ვასრულებთ. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
გიორგი ნიკოლაძე: პირველ რიგში ჩემი მხრიდან მსურს დიდი სიმპათია
გამოვხატო კახა შენგელიას მიმართ, რომელიც ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი იყო, ხოლო
როცა გუნდში პირველად მივედი კახა მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი როგორც მოთამაშის ჩამოყალიბებაში.
დიდი მადლობა მას კიდევ ერთელ. რაც შეეხება მატჩს, არაერთხელ მითქვამს, რომ მაღალი
დონის მწვრთნელი გვყავს და გუნდი თანდათან აუმჯობესებს თამაშს. ეს ტურიდან ტურშიც მტკიცდება. ჯერ კიდევ
ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც მწვრთელი ითხოვს ჩვენგან. ნელ-ნელა დავხვეწავთ თამაშს
და პლეიოფში სერიოზული გუნდი ვიქნებით. მწვრთნელს ძირითადი აქცენტი დაცვაზე აქვს გადატანილი.
დღეს პრველ ტაიმში მართლაც კარგი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მოვეშვით, რამაც და
ის ძალიან გააბრაზა. დიდი მადლობა მწვრთნელს იმისთვის, რასაც ის ჩვენი გუნდისთვის და
თითოეული მოთამაშისთვის აკეთებს.
მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ მოწინაღნდეგე გუნდს
ამ გამარჯვებას. უამრავი შეცდომა დავუშვით. წავაგეთ ფარიც. მეტს ვერფაერს დავამატებ, რადგან ყველაფერი
სტატისტიკიდან კარგად ჩანს.