თბილისის სპორტის
სასახლე დღეს ნახევარფინალური სერიების მეორე შეხვედრებს მასპინძლობს. ამასთან ერთად,
გაიმართება მატჩები მე-5-6 და 7-8 ადგილების მფლობელების გამოსავლენად.
მე-5 ადგილისთვის
ბრძოლაში ,,შსს აკადემია’’ ,,რუსთავს’’ დაუპირისპირდება. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე
გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველი წრის შემდეგ ჩვენი პროგრამა მინიმუმი ხუთეულში მოხვედრა იყო. რა თქმა უნდა,
მეტის სურვილი გვქონდა, თუმცა ახლა მე-5 ადგილის დასაკავებლად ვიბრძვით. ,,რუსთავი’’
ახალგაზრდული გუნდია და მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვითამაშოთ.
ოთახ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობაში ვართ. ხმელიძეს ფეხი აწუხებს, გუგავას და არაბულს
გუშინ გადაუტრიალდათ ფეხი, მაღალი მხოლოდ ყველაშვილი გვყავს.. ძალიან მიზერული შანსები
გვაქვს, თუმცა ვიბრძოლებთ.