საშეჯიბრო დეპარტამენტი ”ა” ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შეხვდა

საშეჯიბრო დეპარტამენტი ”ა” ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შეხვდა

საკალათბურთო
პირველი ლიგა წლეულს „ა“ ლიგის სახელწოდებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი
მიიღებს. ეს 6 გუნდი დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს, შესაბამისად, „ა“ ლიგის
მონაწილეთა რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

მონაწილეობის
მსურველი დაახლოებით 16-18 გუნდია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროში შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელებთან
– ალეკო პერტიაშვილთან და გიორგი ზაბახიძესთან გუნდების მესვეურებმა სხვადასხვა საჭირბოროტო
საკითხზე ისაუბრეს.

საკითხების დიდ უმრავლესობაზე
მხარეები უკვე შეთანხმდნენ. დარჩენილი თემების შესათანხმებლად მორიგი შეხვედრა 28 იანვარს
დაინიშნა.

„ა“ ლიგაში სამონაწილეო
6 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გათამაშდება. გუნდებმა ფედერაციაში განაცხადები
30 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ, ხოლო „ა“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით
სავარაუდოდ 7 თებერვალს დაიწყება.