გალერეა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სუპერლიგის მონაწილე კლუბ
,,სოხუმთან’’ ერთად წინაასააღდგომო საქველმოქმედო აქცია გამართა.
სუპერლიგის ხელმძღვანელობა და ,,სოხუმის’’ მოთამაშეები ბავშვთა სახლ
,,მომავლის გზას’’ ესტუმრნენ და სახლის 25 აღსაზრდელს წინასააღდგომოდ ტკბილეული, კვერცხი,
საკალათბურთო ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. აღსაზრდელებმა ,,სოხუმის’’ ბიჭებთან
ერთად კალათბურთიც ითამაშეს და სამახსოვროდ მოთამაშეებისგან გუნდის მაისურები და ხელმოწერებიც
მიიღეს.
,,მომავლის გზის’’ ბავშვთა სახლისთვის სააღდგომო საჩუქრები კომპანია
,,ბორჯომმა“,
კვერცხის კომპანია „თბილისი31-მა“, საკონდიტრო კომპანია „ბელამ“
დააწესეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და სუპერლიგა მსგავს საქველმოქმედო
აქციებს მომავალშიც განახორციელებს.
გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი):
დიდი მადლობა საკალათბურთო კლუბ „სოხუმს“, რომელმაც გამონახა
დრო და ფედერაციასთან ერთად სააღდგომოდ ბავშვებს
საჩუქრები გადასცა. სასიამოვნოა, რომ „სოხუმის“ ბიჭებმა დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინეს და საკუთარი მაისურები
უსახსოვრეს პატარებს. „სოხუმმა“ დღეს კიდევე ერთხელ დაამტკიცა რომ ეს კლუბი კალათბურთის
განვითარებაზე ფიქრობს.
დავით კინწურაშვილი („მომავლის
გზა“, დირექტორი): კალათბურთის ფედერაცია რამდენიმე წელია ჩვენთან თანამშრომლობს, გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ის ეხმარება „მომავლის გზას“ და ჩვენს ფონდს. დღევანდელი ღონიძიება მამისასალმებელია, რადგან ეს ბავშვები არიან უზომოდ
გახარებულნი და ბედნიერები. დღეს მათ თვალები
უბრწყინავთ. მათ უყვართ სპორტი და სპორტსმენებთან ურთიერთობა, თუმცა ამით ხშირად არ არიან განებივრებულნი
და ვისურვებდი რომ მსგავსი აქციები და ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად იმართებოდეს.
იმედია, სხვა სპორტსმენებიც მიბაძავენ კალათბურთელებს,
რადგან ამ ბავშვებისთვის ეს არის სულიერი საზრდო , რომელიც უმნიშვნელოვანესია. დღეს
ეს გააკეთა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და წინასააღდგომოდ უდიდესი სიხარული აჩუქა პატარებს, შედგა ნამდვილი
დღესასწაული, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას.
ირაკლი ჩლაიძე: ძალიან კარგი დღე იყო, დიდი მადლობა
ფედერაციას, იმისთვის რომ მოგვიწყო ეს დღე და შეგვახვედრა ბავშვებს, რომლებსაც გადავეცით სხვადასხვა საჩუქრები. პატარებთან ერთად
ჩვენც საკმაოდ ვიხალისეთ. ვპასუხობდით მათ შეკითხვებს და ჩვენც ვერთობოდით. მათგან
ჩვენც ბევრი რამე ვისწავლეთ. მადლობა ასეთი
სასიხარულო დღისთვის და და იმედია კიდევ არაერთ
დღეს გავულამაზებთ ბავშვებს.
ბექა ბექაური: სასიხარულოა, რომ მცირედით მაინც
დავეხმარეთ პატარებს და ეს ,,სოხუმის’’ გუნდმა გააკეთა. მადლობა ფედერაციას დახმარებისთვის
და ორგანიზებისთვის. ბედნიერებაა, რომ ბავშვებს ერთი დღე მაინც გავუხალისეთ.
რატი ბააკაშვილი: სოხუმის გუნდმა და ფედერაციამ ერთობლივად
მოახერხა ამ ლამაზი დღის ორგანიზება. ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და
გვიხარია, რომ ასეთი მხიარული დღე მოვუწყეთ ბავშვებს. იმედია, მომავალში კიდევ არაერთ
მსგავს ღონისძიებას გავმართავთ. კარგი იქნება,
თუ ნებისმიერი სხვა სპორტის წარმომადგენლებიც
მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციებში.