14:00 საათზე
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი დაიწყება. ერთმანეთს
,,სოხუმის’’ და ,,ქუთაისის’’ გუნდები შეხვდებიან, არც ერთ გუნდს ეს ტიტული აქამდე მოგებული
არ აქვს. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
ისაუბრეს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ქუთაისი ღირსეული ფინალისტია და დღეს, ვფიქრობ, შანსები მათ სასარგებლოდაა. ნამდვილად
დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველის და სპორტი სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი
აუცილებლად ისიამოვნებს ამ თამაშით.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრნთნელი): პროგნოზების
გაკეთება ნამდვილად რთულია, ჩვენ არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ და შედეგის
მიუხედავად, ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო ეს თამაშები. ჩვენი ძირითადი მოვალეობაა,
მაყურებელი ვასიამოვნოთ, ლამაზი სანახაობა ვაჩვენოთ და ფინალის შესაფერისი შეხვედრა
ჩავატაროთ.