საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი რუსთავში არ შედგა

საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი რუსთავში არ შედგა

საქართველოს თასის მეოთხედფინალის მეორე მატჩი „რუსთავი“
– „მგზავრები-არმია“, რომელიც დღეს  ქ.რუსთავის
საკალათბურთო დარბაზში უნდა გამართულიყო არ შედგა, რადგან ჰაერის ტემპერატურა დარბაზში  „კალათბურთის ოფიციალურ  წესებში“ მითითებულ ზღვარზე ნაკლები იყო. 

აღნიშნული მატჩი გუნდებთან შეთანხმებით გაიმართება საკალათბურთო
აკადემიის ნეიტრალურ დარბაზში 13 დეკემბერს, 16:00 საათზე.