LIVE! საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საწყისი 2 მატჩი მოიგო და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად 1 გამარჯვება აკლია. უნგრეთის ქალაქ შოლნოკში 16-17 ივლისს გასამართ ევრისაკვალიფიკაციო ტურნირში თავი 12-მა ნაკრებმა მოიყარა, რომელთაგან კონტინენტის პირველობის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს.
მონაწილეთა შორის საქართველოსთან ერთად არიან: ჰოლანდია, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ანდორა, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, უელსი, ბელგია, შვეიცარია და ლიტვა. გათამაშების ფორმატის თანახმად, გუნდები 4 ჯგუფში განაწილდა და პლეი ოფში, 2-2 საუკეთესო გავიდა. საქართველომ ჯგუფში ორივე მეტოქე – ჰოლანდია და სლოვაკეთი დაამარცხა და მეოთხედინალში პირველი ადგილიდან გავიდა.
ნიკა ლოლიშვილის, ნიკა წირღვავას, დავით აფხაზავასა და გიორგი კორსანტიას შემადგენლობით საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 19:7, ხოლო სლოვაკეთს 19:14 მოუგო და მეოთხედფინალში, რომლის მომგებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ლიტვას შეხვდება. ლიტველებმა D ჯგუფში შვეიცარიას 10:8 მოუგეს, ბელგიასთან კი 17:19 დამარცხდნენ და მეოორე ადგილზე გავიდნენ. საქართველოსა დ ალიტვის ნახევარფინალში გასასვლელი და ევროსაგზურის მომტანი მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩს პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ წარმოდგენილ ბმულზე.