საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალურ მატჩში მალტას 20 ქულის სხვაობით სძლია და ფინალში გავიდა. ანდორაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჩემპიონობისთვის ქართველების მეტოქე კოსოვოსა და ანდორას მატჩში გამოვლინდება.
ვალენტინ დერიუგინის, ნინო ყიფშიძისა და შოთა იანქოშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მალტელებს ნახევარფინალური მატჩი დამაჯერებლად მოუგეს. ისევე როგორც გასულ – ჯგუფური ეტაპის თამაშებში, ქართველებს არც ამჯერად შექმნიათ პრობლემა. პირველი პერიოდის 12:4 მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე ათწუთეული 1 ქულით დათმეს, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით მესამე მეოთხედში მეტოქეს 20:14 აჯობეს და 13-ქულიან ლიდერობას დაეპატრონნენ – 46:33.
დარჩენილ 10 წუთში საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა უპრობლემოდ შეინარჩუნა და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით – 67:47 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. ქართველთა შორის ორმაგი დუბლით გვანცა ბოჭორიშვილი გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ნატალია ოთხმეზურმაც 14 ქულა დააგროვა, ვიქტორია გეგეშიძეს კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 13 ქულას 9 მოხსნა მოაყოლა.
საქართველოს ნაკრების საფინალო მეტოქე დაახლოებით 22:00 საათისთვის გამოვლინდება. კოსოვოსა და ანდორას ნახევარფინალური მატჩი ახლა დაიწყო.
ევროპის U16 ჩემპიონატი გოგონათა შორის. C დივიზიონი. ანდორასაქართველო 67:47 მალტასრული სტატისტიკა: 67:47