საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია

ქართველი 16-წლამდელი გოგონები ევროპის C
დივიზიონის ბრინჯაოსმედალოსნები არიან. გიბრალტარში დასრულებულ 7 ქვეყნის
ტურნირში საქართელომ მე-3ადგილი დაიკავა. ნინო ყოფშიძისა და შოთა იაქაშვილის
გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთის მატჩი უელსს 66:45 მოუგო.
მატჩის გმირი გახდა და ტურნირის
სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა ჩვენი გუნდის უკანახაზელი, მარიამ ოქროპირიძე,
რომელმაც უელსელებს 32 ქულა ჩაუგდო. მის გარდა ქართველებისგან არავის
მიუღწევია 10-წულიან ზღვრამდე.
შეგახენებთ, რომ გასულ 2016 წელს
საქართველომ 16-წლამდელთა C დივიზიონი მოიგო, თუმცა იმ გუნდის უმეტესობა
ასაკით მაღლა, 18-წლამდელებში გადავიდა და წლეულს საქართველოს ეს
ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 4-13 აგვისტოს
ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი უმასპინძლებს.
უელსი – საქართველო 45:66 (სტატისტიკა)