საკვალიფიკაციო აკადემიას და ოლიმპის გამარჯვებით დაიწყო

საკვალიფიკაციო აკადემიას და ოლიმპის გამარჯვებით დაიწყო

 შედეგები სუპერლიგის პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა გუნდებმა ლიგაში
დასარჩენად საკვალიფიკაციო ტურნირში გადაინაცვლეს. რეგულარულ ჩემპიონატში დაგროვილი
ქულები 5-8 ადგილებზე გასულ გუნდებს საკვალიფიკაციოში გადაჰყვათ და დებულების თანახმად
ერთმანეთში 2 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც, ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი სუპერლიგას
დატოვებს და მის ადგილს „ა“ ლიგის გამარჯვებული „კაკტუსი“ დაიკავებს.

საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში ერთმანეთს „აკადემია“
– „რუსთავი“ და „ოლიმპი“ – „მგზავრები“ შეხვდნენ. აკადემიელები ბოლო ადგილზე არიან
და 4 ქულით ჩამორჩენბიან მათ წინ მყოფ „ოლიმპს“. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა 6 ტურში ურთულესი
იქნება. მით უფრო, რომ ოლიმპელებმა დღევანდელი მატჩი მოიგეს და „აკადემიას“ „რუსთავთან“
მოპოვებული გმირული გამარჯვება დეციფიტის შესამცირებლად არ ეყო.

აკადემიელებმა ტრავმებით დასუსტებულ რუთაველებს
101:94 მოუგეს. მერაბ ბოქოლიშვილმა გამარჯვებულებს 36 ქულით ულიდერა, აკაკი ლომოურის
ანგარიშზე კი 26 ქულა და 18 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველებს ტრავმის გამო 2 წამყვანი
მოთამაშე აკლდათ – მიხეილ ჭოჭუა და კაილ ტურპინი. მათ არყოფნაში გუნდს სერბმა ნიკოლა
გაჩეშამ ულიდერა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის 2 სარეკორდო შედეგი დააფიქსირა –
43 ქულა და 28 მოხსნა.

მეორე მატჩში „ოლიმპმა“ „მგზავრებს“ მოუგო. ოლიმპია
ერთადერთი გუნდი, რომლის გადასწრების თეორიული შანსიც აკადემიელებს აქვთ. აქედან გამომდინარე,
ოლიმპელებისთვის გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა და მათ საწადელი აიხდინეს კიდეც. ჯერემი
ბაინამმა 31 ქულა ჩააგდო, რასაც ლესლი სმიტმა 21, ხოლო რეზო როგავამ 19 ქულა მოაყოლა
და „ოლიმპმა“ „მგზავრებს“ 82:87 მოუგო.

მომდევნო მატჩი 10 მაისს „ოლიმპსა“ და „აკადემიას“ შორის
გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

აკადემია – რუსთავი  101:94  

გიორგი ნიკოლაძე
(„აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): ბიჭებს მადლობა
მინდა გადავუხადო, ყველაფერი გააკეთეს და მაქსიმალურად ეცადნენ. გაჩეშას გაჩერება ვერ
შევძელით, იმ პოზიციაზე, რომელზედაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ვეცდებით მომდევნო თამაშებშიც
მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

რამაზ გოგობერიშვილი
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): როდესაც ერთ
ტაიმში 60 ქულას აგებ ძნელია შემდგომში გააწონასწორო თამაში. ტრამვის გამო გვაკლდა
მოთამაშეები და ამან განაპირობა მარცხი – ტურპინი, აბაიშვილი, მიშა, ყველანი ტრამვირებულები
არიან.

 

ოლიმპი – მგზავრები  82:67

ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში
ვულოცავ ოლიმპს გამარჯვებას. იგივეს ვიტყოდი: მოტივაციის გარეშე ვართ დარჩენილები და
ეს თამაშსაც ეტყობა. ამას გარდა გუნდში პრობლემებიც გვქონდა – არ გვყავდა გამთამაშებელი.
შევეცდებით ქვედა ოთხეულში მაინც მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

გია მაისურაძე
(„ოლიმპის“ მწვრთნელი): საბედნიეროდ ჩვენი კარნახით წარიმართა თამაში, მთელი
თამაშის განმავლობაში ვიგებდით და ჩვენივე მოგებითაც დასრულდა. იმედი მაქვს აკადემიასთანაც
მოვიგებთ მომდევნო თამაშს და სრულად გავიმყარებთ სუპერლიგაში დარჩენის შანსებს.