რუსთავმა თსუ დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

რუსთავმა თსუ დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერლიგის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდმა ,,რუსთავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 74:78 დამარცხდა.
 

შეხვედრა თავიდანვე საინტერესედ დაიწყო და
გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურება თსუ-მ
მოახერხა და წინ 35:34 გავიდა. დაძაბულად დაიწყო მესამე მეოთხედიც, სადაც ,,ქვემოქართლელები“
აქტიურად ათამაშდნენ და აღნიშნული პერიოდის შუაწელში თვაიაანთ სასარგებლოდ 45:40 დააფიქსირეს.
დარჩენილ დროში  ,,სტუდენტები“ მდევრის  როლში  აღმოჩნდენ,  საბოლოოდ კი წინ გასვლა მეოთხე მეოთხედის მე-6 წუთზე
მოახერხეს – 63:62. ამის შემდეგ დაძაბულობამ პიკს მიაღწია, გუნდებს შორის უშეღავათო
ბრძოლა გაიმართა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მოახერხეს
მატჩზე მობილიზება, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე 78:74 დაწინაურდნენ
და  მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმეს.
 

 ,,რუსთავის“
შემადგენლობაში საუკეთესო ჟულივეტ ტუჯანი იყო, რომელმაც 19 ქულით ად 16 მოხსნით ორმაგი
დუბლი მიითვალა, ხოლო თსუ-ს მხრიდან 22 ქულით თავი ვახტანგ ჩქარეულმა გამოიჩინა. ორმაგი
დუბლი შეასრულა ჩქარეულის თანაგუნდელმა მიხეილ ჩიტაშვილმა, რომლის ანგარიშზე 18 ქულა
და12 შედეგიანი გადაცემაა.  

 მატჩის დასრულების
შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-სა და ,,რუსთავის“ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა
შემდეგი კომენტარები გააკეთეს. 

 მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი):
,,რუსთავი” განებვრივებული არ არის გამარჯვებებით და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს
გუნდს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის რომ დღევანდელი მატჩი ჩვენთვის სასარგებლოდ
დაგვესრულებინა. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა გამოასწორა შეცდომები და ზუსტად შეასრულა
ყველა მიცემული დავალება. შესაბამისად შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდი ბევრად უკეთესად
გამოიყურებოდა. ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, რის ხარჯზეც შედეგმა არ დააყოვნა. დიდი მადლობა
მათ ასეთი თავდადებისთვის. თსუ-მაც შესანიშნავად იასპარეზა და მადლობა მას
ასეთი კარგი თამაშისათვის.

 ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): ვულოცავ
რუსთავის გუნდს გამარჯვებას, რომელიც მზარდი და  ახალგაზრდა მოთამაშეებითა დაკომპლექტებული.  დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ თამაშს
იგებს არა რომელიმე კონკრეტული  სახელი და გვარი,
არამედ მთლიანი შემადგენლობა. მივულოცავ ჩემს კოლეგას, ბრწყინვალე მწვრთნელს მიხეილ
ბერუაშვილს ამ გამარჯვებას, რომელმაც ჩინებულად მოამზადა ,,რუსთავი“ და დაამარცხა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რთულია კომენტარის გაკეთება.
75 შეტევიდან მხოლოდ 33 პროცენტი გვაქვს ჩაგდებული და ამ სტატისტიკიდან გამომდინარე
4 ქულა კი არა, ალბათ გაცილებით მეტი უნდა წაგვეგო.

 ჟულივეტ ტუჯანი:  ძალიან  სანახაობრივი
მატჩი გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ დაცვაში. თსუ-მაც შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ
საჭირო დროს ჩვენ უკეთესად გამოგვივიდა ყველაფერი.  

 ვახტანგ ჩქარეული: ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ
იმის გამო რომ ნაკლული შემადგენლობით ვთამაშობდით, მარცხი განვიცადეთ. გუნდს აკლდა
ბექა ჩიკვილაძე, ხოლო  ზურაბ მაისურაძე ავადმყოფობის
გამო საერთოდ უვარჯიშებელი იყო. მცირე ხანს ითამაშა ასევე თორნიკე ნინიაშვილმა, რომელსაც
ფეხი გადაუბრუნდა.  
სუპერლიგა
მეორე წრე  მე-9 ტური 
ბათუმი – არმია – 87:110 (მატჩის მიმოხილვა)
ქუთაისი – სტუ 81:54 
(მატჩის მიმოხილვა)

ოლიმპი – დინამო 92:54 
(მატჩის მიმოხილვა)

შსს აკადემია – თსსუ 83:58 
(მატჩის მიმოხილვა)