რუსთავმა რეგულარული ჩემპიონატი ოლიმპის დამარცხებით დაასრულა

რუსთავმა რეგულარული ჩემპიონატი ოლიმპის დამარცხებით დაასრულა

 სტატისტიკა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 28-ე ტური
დღეს რუსთავში დაიწყო. ერთმანეთს ადგილობრივი „რუსთავი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ.
ეს გუნდები პლეი ოფში ვერ გავიდნენ და მოწინავე გუნდები მეოთხედფინალურ სერიებს რომ
დაიწყებენ, „რუსთავი“ და „ოლიმპი“ პლეი ოფს მიღმა დარჩენილ კიდევ 2 გუნდთან ერთად სუპერლიგაში
დასარჩენად იბრძოლებენ.

სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციო მატჩებს ინტრიგა
დაკარგული აქვს. ქვედა ოთხეულს რეგულარულ ჩემპიონატში დაგროვილი ქულები საკვალიფიკაციოში
მიჰყვებათ და იმდენად დიდია სხვაობა ბოლოადგილოსან „აკადემიასა“ და დანარჩენ 3 გუნდს
შორის, რომ „ა“ ლიგაში გავარდნის ვინაობა თითქმის ცნობილია.

აქედან გამომდინარე, „რუსთავმა“ და „ოლიმპმა“ შეხვედრა
ზედმეტი წნეხის გარეშე ჩაატარეს. წაგება არც ერთისთვის არ იყო რაიმეს განმსაზღვრელი.
დაცვაზე გუნდები ნაკლებად ორიენტირებულნი იყვნენ და ამიტომაც საკმაოდ ბევრი ბურთი ჩავარდა.

რუსთაველებმა შეხვედრა საბოლოოდ 115:89 მოიგეს, რაშიც
ლომის წილი რევაზ ჩაჩანიძემ (24 ქულა), და კაილ ტურპინმა (24 ქულა, 14 მოხსნა) დაიდეს.  15 ქულით და 13 მოხსნით გამოირჩა ნიკოლა გაჩეშა
და ლაშა გამყრელიძის ანგარიშზეც ორმაგი დუბლი – 14 რულა და 10 პასი დაგროვდა. ოლიმპელთაგან
27 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ლესლი სმიტს, ხოლო ჯერემი ბაინამის ანგარიშზე 20 ქულა
დაგროვდა.

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის დარჩენილი
3 მატჩი ხვალ, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.