რუსთავმა დინამო ბოლო წამზე დაამარცხა

რუსთავმა დინამო ბოლო წამზე დაამარცხა

 სტატისტიკა
 გალერეა 23-ე ტური ძალიან დაძაბული მატჩით დასრულდა. „დინამოსა“
და „რუსთავის“ მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრა ქვემოქართლურმა გუნდმა
მოიგო, რომელიც შეხვედრისთვის განკუთვნილი 40 წუთიდან 32 წუთი მდევრის როლში იყო.

„დინამომ“ შეხვედრა მძლავრად დაიწყო და პირველი პერიოდი
16 ქულით – 28:12 მოიგო. ასეთი დასაწყისის შემდეგ რომ შეხვედრის ბედი შემოტრიალებულიყოს,
იშვიათად მომხდარა. რუსთაველებმა ეს მოახერხეს და საქმის გამოსწორება პერმანენტულად,
ნაბიჯ-ნაბიჯ იწყეს. მეორე პერიოდი რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართველებმა
28:18 იმარჯვეს და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს.

მესამე პერიოდიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ქულა-ქულაში
მიმდინარე მატჩს უფრო ხშირად „დინამო“ ლლიდერობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში რუსთაველებმა
მეტი მობილიზება გამოავლინეს. კაელ ტურპინის, ნიკოლა გაჩეშასა და მიხეილ ჭოჭუას შედეგიანობით
„რუსთავმა“ მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდში მეტი შედეგიანობა გამოიჩინა და ბოლო ბოლო წამებზე
ერთქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 75:74.

ბოლო წამებზე მატჩის ბედი შემდეგნაირად გადაწყდა. ქულით
ჩამორჩენილი „დინამოს“ უკანახაზელმა, ებრიუ მაკალპინმა ორქულიანი ჩააგდო და „დინამო“
მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე 74:73 დააწინაურა. რუსთაველთა მწვრთნელმა, რამაზ
გოგობერიშვილმა წუთშესვენება აიღო და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა. განზრახვა სრულყოფაში
ნიკოლა გაჩეშამ აქცია, რომელმაც საფინალო სირებამდე 1,3 წუთით ადრე ორქულიანით „რუსთავი
75:74 დააწინაურა.

მიუხედავად ცაიტნოტური მდგომარეობისა, დინამოელებმა
კარგად დაგეგმეს ბოლო შეტევა და ფარქვეშ ეულად დარჩენილმა გიორგი შარაბიძემ მატჩის
მომგები ორქულიანი ააცილა. „რუსთავმა“ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა და მე-5 ადგილზე
გადაინაცვლა. რუსთაველთა მწვრთნელის განცხადებით, გუნდი ოთხეულში შესასვლელად იბრძვის
და ამ კუთხით დღევანდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო.

რუსთაველებს 24 ქულითა და 12 მოხსნით კაელ ტურპინმა
ულიდერა. 19 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე
14 ქულკა დაგროვდა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც 15 პასი, 10 მოხსნა და 8 ქულა მიითვალა. მომდევნო, 24-ე ტური მატჩები 1 და 2 აპრილს გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უდიდესი ნაწილი ჩვენი
უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ. „რუსთავთან“ მიმდინარე სეზონში
უკვე მე3 მატჩი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდთან გარკვეული პრობლემები გაგვაჩნია.
რა თქმა უნდა, გასულ შეცდომებს გავითვალისწინებთ და მეტყ მობილიზებას მომავალ მატჩებზე
გავაკეთებთ. 
 

რამაზ გოგობერიშვილი
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): შეხვედრის მეორე
ნახევარში გავაუმჯობესეთ ჩვენი თამაში და დაცვაში არსებული ხარვეზები გამოვასწორეთ.
მართალია, ისე არ წაგვივიდა საქმე როგორც გვინდოდა, მაგრამ ფაქტია იღბალი დღეს ჩვენს
მხარეზე იყო და ბოლო წუთებზე ნამდვილად გაგვიმართლა. მივულოცავ რუსთავის გუნდს  და ბიჭებს 
ამ გამარჯვებას. მოთამაშეებმა დღეს ყველაფერი გააკეთეს და მადლობა მათ ასეთი
მატჩისთვის.