სუპერლიგის პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა ზღვისპირეთში გაიმართა. ბათუმმა ბათუმი-რსუ-სა და რუსთავის დაპირისპირებას უმასპინძლა.
პირველ მეოთხედში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა შედგა, მასპინძლები სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს, მეორე პერიოდიდან კი უკვე რუსთაველები დომინირებდნენ და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობა დაიბევეს. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა, სტუმრებმა შეხვედრის სადავეები ხელთ იგდეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს 107: 75.
მოგებულთა რიგებში საუკეთესო შედეგი ნეით ბოუის ჰქონდა- 25 ქულითა და 13 მოხსნით; ორმაგი დუბლი შეასრულა ასევე მეორე ლეგიონერმა, კაელ ნელსონმა პირად აქტივში 17 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. ბათუმელთაგან ყველაზე მეტი კი 21 ქულა გიორგი ყველაშვილის ანგარიშზეა.
დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სატურნირო თვალსაზრისით. ვინაიდან ოთხმა გუნდმა მოგებ-წაგებების თანაბარი რაოდენობა დააგროვა, I-IV ადგილები ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით განაწილდა. ოლიმპმა, არმიამ, რუსთავმა და შსს-აკადემიამ ერთმანეთში 6 მატჩი გამართეს, ანუ თითოეულმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ექვსივე მატჩის შედეგს ქვემოთ გთავაზობთ. ჩანს, რომ 2-2 მოგება ოლიმპმა და შსს-აკადემიამ მოიპოვეს, ხოლო თითო მატჩი მოიგო რუსთავმა და არმიამ. ოლიმპსა და შსს-ს დაპირისპირება ოლიმპმა მოიგო და სწორედ სპორტის სამინისტროს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი. მეორე შსს-აკადემიაა, ხოლო მესამე ადგილი რუსთავს იმიტომ ერგო, რომ არმია ურთიერთშეხვედრაში დამარცხებული ჰყავს.
შსს – რუსთავი 88:44
არმია – შსს 69:80
რუსთავი – არმია 79:77
რუსთავი – ოლიმპი 65:76
ოლიმპი – არმია 62:93
ოლიმპი – შსს 71:62
1. ოლიმპი 3 2 1 -11 5
2. შსს 3 2 1 46 5
3. რუსთავი 3 1 2 -53 4
4. არმია 3 1 2 18 4
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი):თამაშით რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ. გვაკლდა გუნდის ლიდერი ლაშა კეშელავა, რომელიც შეუძლოთ იყო და ამის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე საბოლოდ მატჩში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს გამოცდილებისა და შემადგენლობის ხარჯზე აჯობა. ასევე აღსანიშნავია დაცვაში ჩვენი კარგი ასპარეზობა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ მატჩში გამარჯვებისთვის.
სუპერლიგა 1-ელი წრე, მე-11 ტური
თსსუ – შსს აკადემია 44:88
არმია – ოლიმპი 93:62
სოხუმი – ქუთაისი 90:86
სტუ – დინამო 71:78