სტატისტიკა
სუპერლიგის მე-3 ტურმა დღეს სტარტი ქუთაისში აიღო. იმერეთის
მთავარ ქალაქში „რუსთავი“ ჩავიდა, რომელსაც ეროვნული ნაკრების კანდიდატი ბექა წივწივაძეც
დაემატა და შესაბამისად, ბრძოლაც საინტერესო უნდა შემდგარიყო. დაძაბულობა იყო, თუმცა
პირველ ტაიმში. მესამე მეოთხედიდან მასპინძლებმა თამაში დაალაგეს, უპირატესობა მოიპოვეს
და გამარჯვებამდე დაძაბულობის გარეშე მივიდნენ.
„რუსთავმა“ ხსენებული წივწივაძისა და გიორგი გამყრელიძის
გარეშე წინა ტურში „დინამო“ დაამარცხა და ქუთაისშიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად
ჩავიდა. ქვემოქართლელებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ პირველ ემოთხედში მოპოვებული
სოლიდური ლიდერობა დიდ შესვენებამდე ვერ შეინარჩუნეს.
სერბი ფორვარდის შედეგიანობით და რუსთაველთა დახმარებით
სტუმართა გუნდმა პირველი მეოთხედი 31:19 მოიგო, მაგრამ ლიდერობა დიდ შესვენებამდე გაანიავა.
ქუთაისელებმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენა აღმოფხვრეს და კოტე ტუღუშს გუნდი
ბრწყივნალედ ჩატარებული პერიოდის შემდეგ ტაიმის შემდეგ 49:48 დაწინაურდა.
მესამე პერიოდისდან ქუთაისელები შეუჩერებლები იყვნენ.
მართალია, მასპინძებმა მომდევნო ათწუთეულში მხოლოდ 4 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა,
თუმცა ბოლო პერიოდი 9:0 გაქცევით დაიწყეს, 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საქმე
მოათავეს. სტუმრებს 15 ქულის დარჩენილ 5 წუთში გამბათილებლება არ გამოუვიდათ, რადგან ამის უფლება
ქუთაისელებმა ქვემოქართლელებს არც მისცეს და რეგიონალური დერბი იმერული კლუბის გამარჯვებით
– 85:76 დასრულდა.
გამარჯვებულთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე.
12 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა იმერლებისთვის ზაურ ფაშაევმა გაიღო, ხოლო ბექა ბექაურმა
შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. რუსთაველთაგან 19 ქულითა და 12 ქულით სერბი ნიკოლა გაჩეშა
გამოირჩა.
სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 31 ოქტომბერს
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
ქუთაისი – რუსთავი 86:75
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):
„ქუთაისელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. საკმაოდ დაძაბული და კარგი თამაში გამოვიდა. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ
წინ არის. უახლოეს შეხვედრებში ხარვეზების გამოსწორებას ვეცდებით, ჩვენს ქომაგებს გულს არ დავწყვეტთ.“
კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი):
„ეს ჩვენი მეორე საშინაო მატჩი იყო. ბიჭები ასე თუ ისე გათავისუფლებულები იყვნენ იმ ნერვიულობისა და სტრესისაგან, რაც პირველს ახლდა
და გაცილებით ლაღად თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ და მეტოქეს
საკმაოდ ჩამოვრჩით, დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით თამაშის შემოტრიალებას, იმ
გეგმის განხორციელებას, რომელიც ამ მატჩისათვის შევიმუშავეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისათვის და ასევე დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს
მხურვალე მხარდაჭერისათვის.“