სტატისტიკა
საინტერესოდ დაიწყო მეოთხედფინალური სერია რეგულარულ
ჩემპიონატში მეზობელ გუნდებს შორის. მე-4 აგდილზე გასულმა „რუსთავმა“ მეხუთეადგილოსან
„ოლიმპს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:75 დაამარცხა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად
რუსთაველები იგებდნე. მასპინძლეთა უპირატესობამ მეორე მეოთხედის შუაწელში 14 ქულასაც
მიაღწია, თუმცა შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ აქეთ „ოლიმპი“ დაწინაურდა 14
ქულით.
ეს ყველაფერი მესამე მეოთხედში მოხდა, რომლის საწყისი
7 წუთი „ოლიმპმა“ 22:2 მოიგო და 57:42 დაწინაურდა. აქ საქმეში მასპინძელთა ამერიკელი
უკანახაზელი, ტერენს ოგლზბი ჩაერთო, რომელმაც შორი სროლებით რუსთაველთა წარმატება უზრუნველყო.
ოგლზბიმ 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, მას ვერაფერი მოუხერხეს ოლიმპელებმა.
საბოლოოდ მასპინძლები გამარჯვებამდე მივიდნენ და სერიაში
1:0 დაწინაურდნენ. ოგლზბის 32 ქულის შემდეგ რუსთაველთაგან 12 ქულითა და 11 მოხსნით
აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. ოლიმპელთაგან 16 ქულით საუკეთესო ნოდარ გოგოძე გახლდათ,
უკრაინელი დენის ნოსკოვის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
სერიის მომდევნო მატჩი კვლავ რუსთავში, 5 მაისს,
19:30 საათზე დაიწყება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
„პლეი ოფში მთავარი გამოცდილებაა და რუსთაველებმა ამის
ხარჯზე გაიმარჯვეს. ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით და ეს მეტოქემ არ გვაპატია. ზვალ
მომდევნო მატჩია და ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენკენაა.
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და
საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. მეტოქემ დაგვანახა, რომ იოლად არაფერს დათმობს
და ვნახოთ, ჩვენც საბრძოლოდ ვართ შემართულნი“.