სტატისტიკასუპერლიგის მე-11 ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც ერთი
შეხვედრა გაიმართა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი ბათუმელები რამაზ გოგობერიშვილის
„რუსთავს“ შეხვდნენ და დააბულ ბრძოლაში – 71:68 დაამარცხეს.
რუსთაველებმა პირველი ტაიმი 10 ქულის ხვაობით –
39:29 მოიგეს, მაგრამ მესამე პერიოდში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ათწუთეულის
15:28 წაგების შემდეგ 3 ქულით ჩამორჩნენ. ბოლო, გადამწყვეტი მეოთხედი ბრძოლაში წარიმართადა
ფრედ – 14:14 დასრულდა, რითაც მასპინძლებმა 3 ქულის სხვაობით – 71:68 გაიმარჯვეს.
„ბათუმში“ 21 ქულით ბომბარდირი გახდა ბესო ლეჟავა, ილია
შემოსიუკმა 13 ქულა მიითვალა, ხოლო კრისტოფერ ფელჩერის ანგარიშზე ორმაგი დუბლი –
11 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. „რუსთავში: 16 ქულით ბომბარდირი გახდა ქეისი კასპერბაუერი,
სერგო ათუაშვილმა 11 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე
11 ქულა დაფიქსირდა.
სუპერლიგის 2 შეხვედრა ხვალ, 17 დეკემბერს თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება. რაც შეეება ამ ტურის „ოლიმპისა“
და „ქუთაისის“ მატჩს, ის გადადებულია და მოგვიანებით გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარი
დავით უსტიაშვილი, ბათუმის მთავარი მწვრთნელი: რუსთავი
ძალიან კარგი გუნდია, ამიტომაც ბუნებრივია, რომ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. მე-2 ტაიმში
დაცვაში თამაში გამოვასწორეთ და შეიძლება ითქვას ამის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვების
მიღწევა.
რამაზ გოგობერიშვილი, რუსთავის მთავარი მწვრთნელი: დაცვაში
შეცდომები გვქონდა და ამის გამო დავმარცხდით. სტატისტიკას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ,
რომ პირველ ტაიმში 29 ბურთი მივიღეთ, ხოლო მეორეში თითქმის ორჯერ
მეტი.