სტატისტიკა
გალერეა ფინალური სერია
ქუთასში მასპინძლების გამარჯვებით გაიხსნა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა
„დინამო“ თბილისს 73:65 სძლიეს და საჩემპიონო სერიის პირველი მატჩის მოგებით საერთო
ანგარიშით 1:0 დაწინაურდნენ.
ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილი „დინამო“ იოლად დასაძლევი ბარიერი არ აღმოჩნდა. თბილისური გუნდი ქუთაისელებს
ტოლს არ უდებდა და დებიუტში ხომ ხელჩასაჭიდად ლიდერობდა, დიდ შესვენებაზეც უპირატესობით
გავიდა. პირველი პერიოდის 15:16 წაგების შემდეგ „დინამომ“ მეორე მეოთხედი 24:19 მოიგო
და პირველი ნახევრის შემდეგ საერთო ანგარიშით 39:35 იგებდა.
დიდი შესვენების
შემდეგ ქუთაისელებმა ვითარება გამოასწორეს და ბექა ბექაურის, ჯონ ბრიტონის, გიორგი
ბარბაქაძისა და რიჩარდ მათიაშვილის მექულეობით მესამე პერიოდი 23:19 მოიგეს. ბოლო პერიოდის
წინ მოპოვებული 4-ქულიანი ლიდერობა ბევრს არაფერს ნიშნავდა, თუმცა ქუთაისელებმა შედეგიანად
ჩაატარეს ბოლო პერიოდიც და საბოლოოდ 8 ქულით გაიმარჯვეს.
17 ქულით, 10
მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით ქუთაისელებს ბექა ბექაურმა ულიდერა. 12-12 ქულა
მიითვალეს მათიაშვილმა, ბრიტონმა და გიორგი ბარბაქაემ. „დინამოში“ 18 ქულით მაქსიმ
კოვაჩევიჩი გამოირჩა, 17 ქულა კი გიორგი შარაბიძემ მოაგროვა.
სერიის მეორე
მატჩი 18 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოვიგეთ,
მოედნის უპირატესობისათვის ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას
ვცდილობთ, რომ საკუთარ კედლებში მარცხი არ ვიწვნიოთ. მოგეხსენებათ ფინალური სერიები
ძალზედ დაძაბულია და შეცდომები ორივე გუნდს ქონდა. დინამო მებრძოლი გუნდია და ხვალ
ამდენ შეცდომას უკვე ნამდვილად აღარ გვაპატიებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ და გამოვასწოროთ,
რათა საკუთარ კედლებში თამაში არ წავაგოთ.
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი): ფინალებია და ბუნებრივია დაძაბული
თამაშებია. ფაქტიურად ბოლო 3 წუთში გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა. ძალიან გვაკლია
ილია ლონდარიძე და მაილსიც ნახევრად ტრამვირებულია, აქედან გამომდინარე არ გაქვს ფუფუნება,
რომ გამოცდილი მოთამაშეები ვათამაშოთ. ვეცდებით მეორე თამაშში აღმოვფხვრათ ის შეცდომები,
რაც გვქონდა.