სტატისტიკა27-ე ტურის მეორე მატჩში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის
მეორეადგილოსანი „ქუთაისი“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ შეხვდნენ. თბილისურმა
გუნდმა ბოლო მატჩებში წარმატებულად ითამაშა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, თუმცა გამარჯვების
მოპოვება ქუთაისში ვეღარ მოახერხა.
შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. პირველი
პერიოდის შემდეგ ქუთაისელები 25:7 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში სტუმრებმა თამაში
გამოაკეთეს და ათწუთეულის 27:17 მოგებით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს.
მატჩის მესამე პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა. ქუთაისელებმა
გუნდური თამაშით მეტოქის 25 ულით ჩამოტოვება მოახერხეს და მგზავრებს“ წარმატების შანსი
დაუკარგეს. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 15 ქულით – 87:72 მოიგო.
გამარჯვებულთაგან
13 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაური გახდა. 12-12 ქულა მიითვალეს ზაურ ფაშაევმა და დრაგან
ტუბაკმა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააგროვა გიორგი ცინცაძემ. „მგზავრებში“ 26 ქულით
საუკეთესო იყო კორი ალენი, ხოლო ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
27-ე ტურის დარჩენილი 2 მატჩი 22აპრილს – რუსთავსა და
თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ჩვენ ვემზადებით პლეიოფებისთვის, მგზავრები კი იბრძვის ადგილის შესანარჩუნებლად. დღეს მათ თამაში არ გამოუვიდათ, რაც ვფიქრობ რომ ჩვენი გამართული თამაშის დამსახურებაა. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი იმედი მაქვს, რო უფრო და უფრო მოვუმატებთ.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ქუთაისს მივულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ რაც შეგვეხება ვიტყვი, რომ დასვენებებმა ფორმის მხრივ პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა დღეს გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. მოვემზადებით მომდევნო მატჩისთვის და ვეცდებით უკეთ წარმოვაჩინოთ თავი.