ქუთაისმა მგზავრები ბოლო პერიოდში გატეხა

ქუთაისმა მგზავრები ბოლო პერიოდში გატეხა

 გალერეა მესამე წრის პირველი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს
„მგზავრები“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მიმდინარე სეზონი ამ გუნდებმა გამარჯვებები
გაიყვეს და აქედან გამომდინარე, დღევანდელ მატჩს მეტი ინტერესი ჰქონდა.

პირველი მეოთხედის შემდეგ ლიდერი ვერ გამოიკვეთა.
11:11 დასრულებული პერიოდის შემდეგ მცირე უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ, რომელთა
შორისაც ბექა ბექაური და დავით ბარბაქაძე გამოირჩეოდნენ. მეორე მეოთხედი იმერულმა კლუბმა
25:17 მოიგო და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდა.

ახალგაზრდა კახა ჯინჭარაძის და ამერიკელი ლეგიონერების
– რეჯი მერფისა და კაშიმ რენსომის ძალისხმევით „მგზავრებმა“ მესამე პერიოდში არაფერი
დაუთმეს ქუთაისელებს და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს
– 47:48. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო პერიოდი, რომელშიც ქუთაისელებმა დამაჯერებელი თამაშით
გამარჯვების მოპოვება შეძლეს – 77:65.

იმერულ გუნდს 18 ქული – 13 მოხსნით
ბექაურმა ულიდერა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. კაშიმ რენსომმა
„მგზავრებს“ 117 ქულა მიაშველა, მერფიმ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 12 ქულა, 14 მოხსნა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი („მგზავრების„ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ ქუთაისს ღირსეულ გამარჯვებას. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რითაც კარგად ისარგებლა „ქუთაისმა“. მოწინააღმდეგე გუნდსაც ქონდა შეცდომები, რომელიც ჩვენის მხრივ ვერ გამოვიყენეთ. შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა შემდგომში ვეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ მეტოქის მიერ დაშვებული ნებსიმიერი შეცდომა. 

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): მოხარული ვართ რომ გავიმარჯვეთ, რადგან სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. . „მგზავრები“ საკმაოდ კარგი გუნდია, ბევრი ძლიერი მეტოქე დაამარცხა. შეცდომები ისევ გვქონდა დაცვაში, თუმცა გამოსწორებადი. მთავარი ამ ეტაპზე გამარჯვებაა და მოვიპოვეთ კიდეც.