სტატისტიკაპირველად მოხდა, რომ სუპერლიგის მატჩი მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ადგილობრივი გუნდის მატჩებზე მაყურებელი
ტრიბუნებს ავსებს, სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩმა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიარა.
მიზეზი ფედერაციის მიერ გაცემული აქცია გახლდათ, რაც გასულ
ტურში ქუთისურ მატჩში მომხდარ ამბებს უკავშირდებოდა (http://superleague.ge/ge/news/?uin=4035). „დინამოსთან“ მატჩის მსვლელობისას
ტრიბუნიდან მოედანზე გარკვეული საგნები გადმოვარდა, რაც გახდა კიდეც ზემოთაღნიშნული სანქციის მიზეზი.
ქუთაისელებმა ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად „კაკტუსთან“
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 24:17 მოიგეს, ხოლო
დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს – 44:35.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა
32:22 მოიგეს და დასკვნით მეოთხედს 19-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. საბოლოოდ “ქუთაისმა”93:82 იმარჯვა და დაგეგმილი 2 ქულა დამსახურებულად მოიპოვა.
ქუთაისელთაგან 23 ქულითა და 13 მოხსნით ბექა ბექაური
გამოირჩა. 19 ქულა დაგროვდა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე, ხოლო აკაკი ლომოურმა 15 ქულა
მიითვალა. დამარცხებულთაგან 28 ქულით საუკეთესო იყო ბექა ჩიკვილაძე, 21 ქულა და 9 მოხსნა
დავით ლომიძის ანგარიშზე დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში
(„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ცოტა უჩვეულო
გარემოში ჩაიარა დღევანდელმა თამაშმა, იქედან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვართ შეჩვეულები
გულშემატკივრების გარეშე ასპარეზობას. მიუხედავად
ამისა, ჩვენმა ქომაგებმა გარედან შეძახილებით
გაგვამხნევეს და მივულოცავ მათ დღევანდელ გამარჯვებას. „კაკტუსი“ კარგი გუნდია და მშვენივრად
იასპარეზა, ურიგოდ არც ჩვენ გვითამაშია და ეს შედეგზეც აისახა. თითოეული
გამარჯვება, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
არჩილ ჟღენტი (“კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას „ქუთაისს“, რაც შეეხება ჩვენ გუნდს, პრობლემები გვაქვს – ტრავმის გამო 4 კალათბურთელი გვაკლია, აქედან ორი წამყვანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, ჯერ არვიცით როდის შეძლებენ ისინი ასპარეზობას…
(ფოტო: ს/კ “ქუთაისის” პრეს-სამსახური)