ქუთაისმა ბათუმს სერიაში ანგარიში გაუთანაბრა

 სტატისტიკაგალერეა

მეოთხედფინალური სერიის საწყის მატჩში შინ დამარცხების
შემდეგ „ქუთაისმა“ „ბათუმს“ მეორე შეხვედრა მოუგო და საერთო ანგარიში გაათანაბრა. დავით
უსტიაშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ამჯერადაც ღირსეულად იბრძოლეს, მაგრამ ქუთაისში
ზედიზედ მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყო.

ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 22:16 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის
კი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს – 47:37. ბათუმელებმა ძალები მოიკრიბეს და მესამე
ათწუთეულში მეტოქეს 24:18 აჯობეს. ერთ მომენტში აჭარულმა გუნდმა ლიდერობაც კი მოიპოვა
(61:60), თუმცა მესამე მეოთხედის ბოლო წუთი მასპინძლებმა 5:0 მოიგეს და ბოლო პერიოდის
წინ 4 ქულით დაწინაურდნენ.

ქუთაისელებმა დასკვნითი პერიოდი უკეთესად ჩაატარეს.
მირზა სარალიას, დავით ბარბაქაძის და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით მასპინძლებმა საფინალო
სირენამდე 2 წუთით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
საბოლოოდ „ქუთაისმა“ 80:74 იმარჯვა, ანგარიში გაათანაბრა და კიდევ 2 მატჩის გასამართად
ბაუმში მიემგზავრება.

ქუთაისელებს 20 ქულითა და 11 მოხსნით დავით ბარბაქაძემ
ულიდერა. 17 ქულა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო სლოვენიელმა მირზა სარალიამ თავი
14 ქულას მოუყარა. „ბათუმში“ 33 ქულით საუკეთესო გახლდათ ბიჯეი იანგი, 14 ქულა ნიკ
კელოგმა მიითვალა, კრის ფელჩერმა კი 9 ქულასთან ერთად 21 მოხსნა მიითვალა.

სერიის მომდევნო მატჩები 8 და 9 მაისს ბათუმში გაიმართება.