ბათუმში დასრულდა
სუპერლიგი პირველი წრის ბოლო მე-11 ტურის რიგით მეორე შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა ,,რსუ-ბათუმმა” ,,ქუთაისს” უმაპინძლა. როგორც მოსალოდნელი
იყო ,,ქუთათურებმა” სოლიდური ანგარიშით, 107:80 დაამარცხეს ,,ზღვისპირელები” და მიმდინარე
სეზონში მე-8 გამარჯვება გაიფორმეს.
მატჩის პირველ ნახევარში ,,ქუთაისი” შეუჩერებელი
აღმოჩნდა, რომელიც დიდ შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდა – 52:29. მესამე მეოთხედში
მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმერლებმა ფაქტიურად მეტოქეს
შანსიც არ დაუტოვეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
,,ბათუმის” შემადგენლობაში
26 ქულით ლაშა კეშელავა გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ლევან ელიაძემ მიითვალა – 18 ქულა
და 10 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა ირაკლი მიქელაძეს, რომელმაც 17 ქულა
და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გამარჯვებულებს კი რიჩარდ მათიაშვილმა
ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 20 მოხსნა
და 6 პასია.
შეგახსენებთ, რომ
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო დასკვნითი ტური
ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება. 14 საათზე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპი”
– ,,არმია’ დაუპირისპირდებიან, 16 საათზე სტუ
,,სოხუმს”, ხოლო სუპერლიგის მიმდინარე სეზონის
პირველი წრის დასკვვნით მატჩში, 18 საათზე,
,,დინამო” თსუ-ს შეხვდება.