ქუთაისი-სოხუმის სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკაგალერეა VIDEO

“ქუთაისისა” და “სოხუმის” მეოთხედფინალური
დაპირისპირება მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა
გუშინ წაგების შემდეგ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში “სოხუმი” 74:60 დაამარცხეს
და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.

საბოლოო ანგარიშიდან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება,
რომ ქუთაისელებმა იოლად მოიგეს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე ლევან
ცეკვავამ 2, ხოლო ლევან გრძელიძემ 1 სამქულიანი ჩააგდეს და სოხუმელები საბოლოოდ გატეხეს.
მანამდე კი, ბლო მეოთხედის პირველ წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 49:49.

სოხუმელები მდევრის როლში პირველივე წუთზე აღმოჩდნენ
და მთელი თამაშის მანძილზე ცდილობდნენ ქუთაისელთა წამოწევას. პირველი მეოთხედი სტუმრებმა
22:10 მოიგეს და მას მერე ლიდერობას ინარჩუნებდნენ. ირაკლი ჩლაიძის წინამძღოლობით სოხუმელებმა
მესამე პერიოდში ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და ბოლო ათწუთეულის ახალდაწყებულზე
ანგარიში გაათანაბრეს კიდეც.

ანგარიში ორჯერ გათანაბრდა, თუმცა სოხუმელებმა დაწინაურება
ვერ მოახერხეს და ბოლოსწინა წუთზე მიღებული 3 სამქულიანის შემდეგ წაგებას შეეგუვნენ.
ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად
ითამაშა და ბოლო მეოთხედში მე-4 პერსონალურის მიღების მიუხედავად, მის თამაშს არც აგრესიულობა
მოჰკლებია და არც შედეგიანობა.

დვალიშვილის დამსახურება იყო, რომ ქუთაისელებმა მეტოქეს
ფარი მოუგეს. მთლიანობაში ქუთაისელებმა მეტოქეზე 24-ით მეტჯერ მოხსნეს ბურთი, რაც სოლიდური
შეღავათი იყო საბოლოოდ გამარჯვებული მალხაზ კოხრეიძის გუნდისთვის. მატჩის საუკეთესო
მოთამაშე აკაკი დვალიშვილი გახდა 26 ქულითა და 19 მოხსნით. 16-16 ქულა მიითვალეს ლევან
ცეკვავამ და დათო ბარბაქაძემ. “სოხუმში” საუკეთესო შედეგი ირაკლი ჩლაიძემ
დააფიქსირა 24 ქულით, ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა 6 მაისს, 18:00 ქუთაისში
გაიმართება.

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე
(„ქუთაისის“ მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ  ჩვენს გუნდს და  გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. ეს თამაში
ჩვენთვით ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. ბოლო პერიოდის შუაწელამდე არ იყო
გადაწყვეტილი მატჩის ბედი და   სწორედ ამ მონაკვეთში, იღბლიანი სრულების ხარჯზე
მოვიპოვეთ უპირატესობა. ქუთაისში ორმაგად დაძაბული თამაში იქნება  სერიის გადამყვეტი მატჩი. ჩვენს საკუთარ მოედანზე
მეთამაშებით მეტოქეს,  ჩვენი გუნდისგან და მოთამაშეებისგან
 გულშემატკივარი გარკვეულ შედეგს ელოდება და
ამიტომ  წაგების უფლება არ გვაქვს. ეს ორმაგად
საპასუხისმგებლოა და შეხვედრას უკვე მატებს დაძაბულობას.

მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს.  ზოგიერთ მოთამაშეს  გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სასაიხარულოა,
რომ დღეს  აკაკი დვალიშვილი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა
და მადლობა ასევე ლევან გრძელიძეს, რომელიც მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, მაინც გამოვიდა
მოედანზე და რაც შეეძლო გააკეთა.  
ვაჟა კვარაცხელია(სოხუმის
მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას.  ამას წინათ აღვნიშნე კიდეც რომ მეტოქე იოლად არაფერს
დათმობდა. საინტრესო იქნება ის რომ ქუთაისის მაყურებელი ისევ დატკბება თამაშით. ქუთაისის
მაყურებელი ტაშს ჩვენს გუნსაც კი უკრავდა და ახლა 
6 მაისს, ისევ ისიამოვნებს სანახაობით. შანსები 60X40ზეა ქუთაისის
სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს,  ყველაფერს გავიღებთ  და დიდი ბრძოლა გვექნება.  

 გრიგოლ შვანგირაძე
(„სოხუმი“):  ჩვენი დღევანდელი
თამაში გუშინდელისგან სრულიად განსხვავებული იყო.  წავაგეთ ფარი. ალბათეს ყველაფერი დაღლილობის ბრალი
იყო. იგივე მოხდა ქუთაისში – პირველი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ, მეორეში ჩავარდნა გვქონდა
. ვნახოთ ახლა რა მოხდება ქუთისში. წარმატებას ვუსურვებ ჩემს გუნდს.