ქუთაისის სპორტის
სასახლე დღეს ფინალური სერიის მე-3 მატჩს მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიში
2:0 და ,,დინამოს’’ ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
გაგაცნობთ თამაშის
დაწყებამდე გუნდების მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი)
: 2 თამაშის მოგების შემდეგ, ვფიქრობ, ბიჭები მზად არიან გადამწყვეტი მატჩისთვის. მიუხედავად
იმისა, რომ დარბაზი ,,ქუთაისის’’ გულშემატკივრებითაა სავსე, ბიჭები თავიდანვე მზად
იყვნენ ამისთვის. მე მჯერა მათი და მომზადებულები ვხვდებით დღევანდელ შეხვედრას. ძალიან
მნიშვნელოვანი თამაშია და ვნახოთ, რა იქნება.
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): დღეს ქუთაისში
ნამდვილი კალათბურთის ზეიმია. „დინამო“, რა თქმა უნდა, ფავორიტია და ჩემპიონი
უნდა გახდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი წელს მიღწეულია – ფინალში გასვლა და ფინალური მატჩის ქუთაისში ჩატარება დიდი წარმატებაა და რაც მთავარია, ქუთაისის გუნდს
ამით უბრუნდება ის ძველი სახელი და დიდება, რაც წარსულში გააჩნდა. გულშემატკივრებისთვის დღეს დიდი დღესასწაული მოეწყო, მადლობა მათ მხურვალე ქომაგობისთვის და
მადლობა ფედერაციას წლევანდელი სეზონის ასეთი კარგი ორგანიზებისთვის.