ქუთაისელებმა დინამოს მოუგეს და ცხრილში გაუთანაბრდნენ

ქუთაისელებმა დინამოს მოუგეს და ცხრილში გაუთანაბრდნენ

 სტატისტიკა
 გალერეა მე-14 ტურის მეორე მატჩი „ქუთაისმა“ „დინამოს“ მოუგო.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა დინამოელთა წარმატებული სერია შეწყვიტა.
ირაკლი ხოშტარიას გუნდს აქამდე ზედიზედ 6 თამაში ჰქონდა მოგებული და „ბათუმთან“ ერთად
ლიდერობდა კიდეც, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ქუთაისელებთან ვერაფერი გააწყო.

მატჩი ისე დაიწყო და დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.
პირველი პერიოდი სტუმრებმა 21:15 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო
გაიმყარეს და 13 ქულით გალიდერდნენ – 46:33. 
დინამოელებს აკლდათ დანიელ უილიამსი, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობამ „ა“ ლიგის
„კაკტუსში“ გაუშვა. ერთადერთი ლეგიონერი, ამერიკელი ოურბი მაკალპი ბევრს ეცადა და
21 ქულით ბომბარდირიც გახდა, მაგრამ დინამოელებს ვერაფერი უშველა.

„ქუთაისის“ კალათბურთელებმა მატჩი გამარჯვებამდე აუღელვებლად
მიიყვანეს და სუპერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „დინამოს“ გაუთანაბრდნენ. იმერულ
კლუბს 19 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. მისმა ძმამ, გიორგიმ ქუთაისელებს 16 ქულა
შესძინა. „დინამოში“ 21 ქულით საუკეთესო მაკალპინი იყო, ხოლო გიორგი შარაბიძემ 14 ქულა
მიითვალა.

ტურის მორიგ, მესამე მატჩში ერთმანეთს
„აკადემია“ და „მგზავრები“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები 

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ყველა კომპონენტში გვაჯობა ქუთაისმა. დავალება კარგად ვერ შევასრულეთ, ვგულისხმობ იმას, რომ მოთამაშეების გარდა მწვრთნელებსაც გვქონდა ჩვენ-ჩვენი დავალება. ყველაფერი წინაა, ჯერ კიდევ 2 წრეა დარჩენილი. მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს. 

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე-2 წრეში დინამო წაუგებელი იყო და ჩვენ ეს სერია შევაჩერეთ. ცხრილში მეზობლად ვიყავით და ახლა მოგება-წაგება გაგვითანაბრდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ წელს სანახაობრივი და დაძაბული სუპერლიგა გვაქვს. ჩემპიონატის მეორე ნახევარი დაძაბული იქნება. ჩვენი გუნდისთვის ეს მოგება სტიმული იქნება გუნდისთვის, ქორქია-საკანდელიძის თასის ტურნირზე, რომელიც სამშბათს დაიწყება ქუთაისში.