პრინციპულ მატჩში ოლიმპმა მგზავრები დაამარცხა

პრინციპულ მატჩში ოლიმპმა მგზავრები დაამარცხა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მე-17 ტური აუტსაიდერთა მატჩით დასრულდა.
„ოლიმპს“ და „მგზავრებს„ ქულების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და მათ დაპირისპირებაც
მეტად პრინციპული გახლდათ.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, მანამდე კი შეხვედრა
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი „მგზავრებმა“ 3 ქულით მოიგეს,
დიდი შესვენებისთვის კი „ოლიმპმა“ ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირა. დიდი შესვენების
შემდეგ ოლიმპელებმა ვითარება გამოასწორეს და მესამე პერიოდი 14 ქულით – 26:12 მოიგეს,
რითაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს.

ბოლო მეოთხედში „მგზავრებმა“ ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება
მოახერხა. მატჩის დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა, თუმცა მდევრის როლში მყოფმა გუნდმა
მეტის მიღწევა ვეღარ შესძლო. საბოლოოდ „ოლიმპმა“ 79:73 მოიგო და „მგზავრებს“ ცხრილში ქულით გაუსწრო.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი გახდა რეზო როგავა 21 ქულით.
20 ქულა დაგროვდა ოლიმპელთა ავსტრიელი ლეგიონერის – ნიკოლას შლიცერის ანგარიშზე.
13 ქულით დაასრულა შეხვედრა ტრე ბურნეთმა. „მგზავრებში“ 25 ქულით საუკეთესო იყო კორი
ალენი, 16 ქულა კი ავთო ლომინაშვილის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-18 ტური 20 თებერვალს რუსთავში დაიწყება
და 22-ში თბილისში, 3 მატჩით დასრულდება. 
მატჩისშემდგომი კომენატრები

ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):

„მეტოქემ პრესინგი დაგვიპირისპირა, რის გამოც სწრაფი
მოძრაობა გვიხდებოდა და ამის გამო ბურთს ხშირად ვკარგავდით. ამის გამო დამჭირდა 3 წუთშესვენების
აღება და როგორც იქნა, დავალაგეთ თამაში. მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ვეცდებით, ასევე
გავაგრძელოთ“.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
„ბრძოლა და ცდა ნამდვილად არ დაგვიკლია, თუმცა ძლიან ბევრი დაკარგვა გვქონდა – მხოლოდ პირველ ტაიმში მარტო 16. ბევრი შეცდომა დავუშვით. ვულოცავ ოლიმპს დამსახურებულ გამარჯვებას.“