შედეგები საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები დღეს რეგიონებში დაიწყო.
ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა „სოხუმს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში – 84:83 დაამარცხა.
მატჩის ბედი ივან მიკულიჩის ამქულიანმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც ხორვატმა
უკანახაზელმა საფინალო სირენამდე 2 წამითა ადრე ჩააგდო. მანამდე კი თავდაუზოგავი და
უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაშიც ხან ერთი გუნდი იგებდა მცირედით,
ხან – მეორე.
პირველი პერიოდი ქულით ქოხუმელებმა მოიგეს, ხოლო მეორე ქუთაისელთა უპირატეობით
წარიმართა და მათი გამარჯვებით – 21:15 დასრულდა. დიდი შესვენებისთვის მასპინძლები
5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა სოხუმელებმა ისეთი ბრძოლა გაუმართეს მასპინძლებს, რომ
შეხვედრის ბოლო წუთებამდე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მატჩის ძირითადი დროისთვის განკუთვნილი დროის ბოლოსწინა წუთზე „ქუთაისი“
78:74 იგებდა. ლევან ფაცაციამ ფარქვეშიდან ორიანი ჩააგდო და ქუთაისელი მეურვე აიძულა,
დაჯარიმებულიყო. სოხუმელთა კაპიტანმა საჯარიმოც ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეკვეცა.
სოხუმელებმა მეტოქის შეტევა გააცუდებინეს და გიორგი ჯგერენაიამ ფარქვეშიდან ჩაგდებულით
სტუმრები დააწინაურ – 79:78.
ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა მეტოქის შეტევა ისევ მოიგერიეს
და საპასუხო შეტევაში ანდრე ჯონსმა სამქულიანით სტუმრები 82:78 დააწინაურა. ქუთაისელთა
აზერბაიჯანელმა უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა სამქულიანით ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა,
ხოლო მასპინძლები სოხუმელებზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ და ფილიპ მილერმა 2-დან 1 საჯარიმო
ჩააგდო. 81:83 ჩამორჩენილი ქუთაისელები შეტევაზე გადავიდნენ. მხორვატმა ივან მიკულიჩმა
ბურთი გაისწორა და სამქულიანით ქუთაისელები 84:83 დააწინაურა.
ლევან ფაცაციამ ცენტრიდან სამქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი რკალს მოხვდა
და აისხლიტა, რამაც ქუთაისელთა გამარჯვება დააფიქსირა. იმერულ კლუბს 26 ქულით ივან
მიკულიჩმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე
10 ქულა დაგროვდა. 23 ქულით და 12 მოხსნით სოხუმელთაგან საუკეთესო გიორგი ჯგერენაია
გახლდათ.
სერიის მეორე მატჩი ისევ ბათუმში, 7 მაისს გაიმართება.
მეორე ნახევარფინალური მატჩი აჭარაში გაიმართა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა
„ბათუმმა“ 86:73 მოუგო „სინამოს“ და სუპერლიგის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით
გახსნა. აჭარულმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ტურში დაკარგა პირველი ადგილი
და მეორეზე გავიდა, რის შემდეგაც მეტოედ „დინამოს“ შეეჩეხა.
სერიის პირველ მატჩში ბათუმელებმა დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების
გარეშე იმარჯვეს. დინამო ვერ გამოდგა ის გუნდი, რომელიც ბათუმელებს წინააღმდეგობას
გაუწევდა. უსტიაშვილის გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, საკუთარი სიძლიერე ეჭქვეშ
აღარ დაუყენებია. მასპინძლებმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს პირველი, მეორე და მესამე
პერიოდები რის შემდეგაც, ბოლო მეოთხედში ფრე ითამაშეს და შეხვედრაც მათი 13-ქულიანი
უპირატესობით – 86:73 დასრულდა.
ბათუმელებს ბესო
ლეჟავამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა.
იგრორ კრივცოვისა და ლეონიდ სტეპანიშინის ანგარიშზე კი 13-13 ქულა დაგროვდა. კრივცოვმა
10 მოხსნც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. დინამოში 14 ქულით ჯუევალ
მაილსი გამოირჩა.
სერიის მეორე
შეხვედრა ისევ ბათუმში, 7 მაისს გაიმართება.
ბათუმი
– დინამო 86:73
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა,
რომ რასაც ქვემოთ ვიტყვი ამით არ ვაკნინებ
ბათუმის თამაშს. მათ ის თამაში აჩვენეს, როგორიც პლეი ოფში მოთამაშე გუნდს უნდა ეჩვენებინა.
3-ჯერ ჩაქვრა შუქი თამაშის მსვლელობის დროს და კარგი იქნება თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ.
ჩვენ რაც შეგვეხება გიორგი შარაბიძე დაგვემტვრა, პირველივე წუთებზემ საკმაოდ მძიმედ
და მეორე ცენტრის, ილია ლონდარიძის თამაში საერთოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. აქედან
გამომდინარე გაგვიჭირდა. ამას დაემატა ის ტექნიკური პრობლემაც, რაც ზემოთ აღვნიშნე.
მსაჯებზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ და არც ამჯერად გავაკეთებ.
დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ნახევარფინალებია და დინამო საკმაოდ
ძლიერი მოწინააღმდეგეა. მინდა აღვნიშნო მაყურებლი ქომაგობა, გადავსებული იყო დარბაზი.
კარგია, რომ პირველი თამაში მოვიგეთ. ვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის.
ქუთაისი – სოხუმი 84:83
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი თამაში ევროლიგის დონის იყო. ეს იყო ულამაზესი კალათბურთი. მსაჯების შეცდომის გამო წავაგეთ ფაქტიურად მოგებული თამაში, მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს, რომ ასე ალამაზებენ თამაშებს.
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული თამაში გამოვიდა. „სოხუმი“ არასდროს არ არის იოლი მეტოქე ჩვენთვის და არც დღეს იყო გამონაკლისი. ბოლოს გაგვიმართლა და ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში, მაგრამ ჩემს ბიჭებს ვერ დავუკარგავ თავდადებას, ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა შეცდომები იყო, მაგრამ ვეცდებით და მეორე თამაშში გამოვასწორებთ.