პირველი ტურის გადადებული მატჩი 27 ოქტომბერს ჩატარდება

პირველი ტურის გადადებული მატჩი 27 ოქტომბერს ჩატარდება

სუპერლიგის  2015-2016 წლების სეზონის 1-ტურის გადადებული მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია.  17 ოქტომბერს  ერთმანეთს შსს აკადემია და  “ოლიმპი” უნდა  შეხვდროდნენ, თუმცა იმის გამო რომ ს/კ  შსს აკადემიამ განაცხადი დროულად არ წარმოადგინა,  ჩემპიონატში აღარ მონაწილეობს.  ს/კ შსს აკადემია ჩაანაცვლა  “ა” ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა  “არენა76”-მა, რომელიც სუპერლიგის წლევანდელ სეზონში “აკადემიის” სახელით იასპარეზებს. 

ამრიგად, ზემოხსნებული მატჩი “აკადემიასა” და ოლიმპს შორის,  27 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.  შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება.