ფედერაციის საანგარიშო ყრილობა 15 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება

ფედერაციის საანგარიშო ყრილობა 15 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება

  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო
ყრილობის გამართვის დრო შეიცვალა. აქამდე გამოცხადებული იყო, რომ საანგარიშო ყრილობა
ჩატარდებოდა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 13:00 საათზე. ცვლილების შემდეგ დადგინდა,
რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართება იმავე
დღეს, 15 დეკემბერს, 15:00 საათზე.
  ყრილობა ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს სააქტო დარბაზში.