ფედერაციამ “ჰიუნდაის” ნაკრების სპონსორობა 2 წლით გაუხანგრძლივა

კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობას ახანგრძლივებს. „ჰიუნდაი“ 2009 წლიდან საქართელოს ეროვნული ნაკრების სპონსორია და აღნიშნული სტატუსით კიდევ მინიმუმ 2 წელი ისარგებლებს.
სპონსორობის შესახებ ახალი მემორანდუმი 11 მარტს, კომპანია „ჰიუნდაის“ ოფისში გაფორმდება. მემორანდუმზე ხელს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი დავით გიორგობიანი მოაწერენ.
„ჰიუნდაი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორი 2009 წელს გახდა, რის შემდეგაც ნაკრებმა პირველად, არსებობის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. დღეს გაფორმებული სპონსორობის მემორანდუმი 2-წლიანია და ის 2015 წლის სანაკრებო სეზონის დასასრულს ამოიწურება.
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  პრეზიდენტი): მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება თანამშრომლობა კომპანია „ჰიუნდაისთან“  და მოვუწოდებ სხვა კომპანიებსაც, მხარში დაუდგნენ კალათბურთს და გარკვეული წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში.   ასევე ძალიან მნიშვნელოვანია   ბავშვთა კალათბურთი და იმედია სახელმწიფო  დაგვეხმარება სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში, რაც კალათბურთის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.
 დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი): სასიხარულოა, რომ  კვლავ  ვახანგრძლივებთ თანამშრომლობას კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. კერძო ინვესტიციების გარეშე ვერ განვითარდება სპორტის ვერცერთი სახეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ზედიზედ 2-ჯერ მოხვდა ევროპის ფინალურ ეტაპზე, ამიტომ ჩვენ დავუდგებით ეროვნულ ნაკრებს გვერდით, რადგან ეს ჩვენი კომპანიისთვისაც დიდი პრესტიჟია.