ფაცაციას სამმაგი დუბლით სოხუმმა აკადემიას მოუგო

ფაცაციას სამმაგი დუბლით სოხუმმა აკადემიას მოუგო

 სტატისტიკა
  გალერეასუპერლიგის 24-ე ტური დასრულდა. ბოლო მატჩი დაძაბული
არ გამოდგა. „სოხუმმა“ ჩემპიონატის აუტსაიდერ „აკადემიას“ ძალიან იოლად – 83:70 მოუგო
და საპლეიოფო დავაში პოზიციები გაიმყარა.

მატჩის აღწერას აზრი არ აქვს, რადგან სოხუმელებმა თავიდანვე
რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. აკადემიელებმა
გუნდიდან გაშვებულ 2 წამყვან ლეგიონერს კიდევ ერთი უცხოელი – ბელარუსი ვლადიმერ კრისევიჩი
მიაყოლეს, რითაც საკუთარი ამბიციების კაპიტულაცია მოახდინეს. „აკადeმია“ მყარად ინარჩუნებს
ცხრილში ბოლო ადგილს და რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე ალბათ არაფერი შეიცვლება ამ
კუთხით, რადგან 4 ტურში 4 ქულის აღმოფხვრა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ძნელია.

სოხუმელებს ულიდერა ლევან ფაცაციამ, რომელმაც მიმდინარე
სეზონის პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა. ეროვნული ნაკრების ფორვარდმა აკადემიასთან
15 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი დააგროვა. 29 ქულა მიითვალა ფილიპ მილერმა, სერგო ათუაშვილმა
კი ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

სუპერლიგის 25-ე ტური 8 და 9
აპრილს, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება. 

 მატჩისშემდგომი კომენტარები

გიორგი ნიკოლაძე
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): მაქსიმალურად
ვიბრძოლეთ, თუმცა ძლიერი მეტოქე გვყავდა და ვერაფერს გავხდით. სოხუმი გამოცდილი და
მაღალი დონის გუნდია. ვეცდებით  მომავალში უკეთესი
შედეგეი ვაჩვენოთ.

ვაჟა  კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):
ვიცოდით რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა
ეს  არც ისეთი იოლი აღმოჩნდა როგორც ვფიქრობდით.
აკადემია საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. დღეს ახალგაზრდა მოთამაშეებს მივეცით თავის გამოჩენის
საშუალება და ყველა გამოვცადეთ. დღვანდელი თამაშით  კმაყოფილი ვარ. ახლა ვემზადებით ქუთაისთან მატჩისთვის.